"ირაკლი ჩხვირკია პოლიტიკური პატიმარია" - 20-მდე პარტია დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვს
პოლიტიკა - 12:21, 07 Sep, 2017     1664
ბათუმის არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას პეტიციით მიმართეს.

პეტოციის ავტორები პოლიტიკური მოძრაობა „ახალი საქართველოს“ წევრები არიან, მოთხოვნას 20-მდე ოპოზიციური პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა უერთდება.

პეტიციის ავტორები, მიიჩნევენ, რომ ირაკლი ჩხვირკია პოლიტიკური პატიმარია, რადგან მათი თქმით, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ბათუმში მომხდარ არეულობის ორგანიზატორი ირაკლი ჩხვირკია იყო.

„როგორც ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია ირაკლი ჩხვირკია არეულობის მომენტში არ იმყოფებოდა ადგილზე და არ იცნობდა პირებს, მე ვესაუბრე ადვოკატებს, ასევე ვიცნობთ საქმის შინაარსს და ამ ერთობლიობაში გვაძლევს იმის მტკიცებულებას, რომ ირაკლი ჩხვირკია არის ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარი,“-განაცხადა ”ახალი საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ.

ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას უდანაშაულობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობაც.“

აკაკი მინაშვილის თქმით, ხელისუფლება ჩხვირკიას კრიტიკული დამოკიდებულების გამო სჯის.

„გამოკეტილია ციხეში პოლიტიკური მოტივებით. მის საქმეს არაფერი საერთო არ აქვს სამართლიან სასამართლოსთან და რეალურ გამოძიებასთან. ეს არის ბრალდება, რომელიც ეფუძნება პოლიტიკურ მიზნებს იმიტომ, რომ ის არის კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ,“-აცხადებს აკაკი მინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე სამართალდამცველებმა ბათუმში მარტში მომხდარი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42