თბილისის ე.წ. „გენგეგმა“ - პოლიტიკური სკანდალისთვის განწირული დოკუმენტი
პოლიტიკა - 12:03, 07 Sep, 2017     1664
დავით ნარმანიანმ უნდა თქვას, ბედი მაქვსო - მასობრივი ხანძრები რომ არა, თბილისის ჯერ კიდევ მოქმედი მერი, შეიძლება, უკვე აგვისტოში, დიდ პოლიტიკურ სკანდალში გახვეულიყო. პათეტიკა იქით იყოს და, ადრე თუ გვიან, თბილისის მერიას ეს სკანდალი მაინც არ ასცდება. ამის მიზეზი კი, დიდი ალბათობით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი გახდება, რომელიც „სითი-ინსტიტუტ საქართველომ“ შეადგინა.

ზოგადად, ადამიანები, რომლებიც ამ თემას ზედმიწევნით იცნობენ, ამბობენ, რომ „გენგეგმის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები იმთავითვე სკანდალისა და აურზაურისთვის იყო განწირული. ამ ფონზე ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომ?

რატომ და, საქმის სკურპუოზული შესწავლისას ირკვევა, რომ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე კონკრეტული პოლიტიკური ინტერესის საგანი იყო და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.

მაინც, რა დარღვევები იკვეთება კონკურსში და, ზოგადად, ჩატარდა თუ არა ეს კონკურსი? - ამ კითხვით ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო თვითმმართველობის“ ხელმძღვანელს, გოგი ლორთქიფანიძეს მივმართეთ. ჩვენმა რესპოდენტმა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერზე დაყრდნობით, შემდეგი განგვიცხადა:

- ა(ა)იპ „სითი-ინსტიტუტი საქართველო“ 2015 წლის 30 ივნისს დაფუძნდა. ამ დროს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის კონკურსიდან ზუსტად 41 დღე იყო გასული.

საკონკურსო წინადადებების მიღება 2015 წლის 1 აგვისტოს დასრულდა, კონკურსის გამარჯვებული კი 2015 წლის 13 სექტემბერს გამოვლინდა.

ზუსტად ეს ფაქტობრივი გარემოება აჩენს ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებულ კომპანიას ან მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს კავშირი თუ არა, მინიმუმ, საერთო ინტერესები მაინც ჰქონდათ პროექტის დამკვეთთან.

- კონკურსს ვინ აფასებდა?

- კონკურსს გერმანული კომპანია „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ (PricewaterhouseCoopers).

- ამ გერმანულ კომპანის კონკრეტულად, რა ევალებოდა?

- რა ევალებოდა და, საკონკურსო განაცხადებებზე მუშაობის დროს საკონკურსო კომისიას საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა.

- უფასოდ?

- როგორ გეკადრებათ! აღნიშნულმა მომსახურებამ 400 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებულმა „სითი-ინსტიტუტ საქართველომ“ კი კონკურსის პირობებით გათვალისწინებული 50 ათასი ლარი მიიღო.

- კონკურსი ამით დასრულდა?

- ლოგიკურად, უნდა დასრულებულიყო და, პრინციპში, დასრულდა კიდეც, თუმცა 2015 წლის 24 ივლისს, „შესყიდვების შესახებ კანონში“ ცვლილება შევიდა, კერძოდ, კანონს 101-ე მუხლს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი დაემატა: „შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უნდა შეუთანხმოს სააგენტოს“.

აღნიშნული ცვლილებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა დაევალა, რომლითაც სახელმწიფო შესყიდვის წესები და პირობები დარეგულირდებოდა.

კანონის მოთხოვნის თანახმად, 2015 წლის 17 აგვისტოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება (N13) - „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“, თუმცა კანონში შეტანილი ცვლილები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ანუ ბრძანებაც ძალაში 2015 წლის 1 ნოემბრიდან შევიდა.

რაც შეეხება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებას, უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება N2212 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ გამარტივებული შესყიდვის თანხმობის თაობაზე და ამავე დღეს, ა(ა)იპ „სითი-ინსტიტუტ საქართველოსთან“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 800 000 ლარის მომსახურებაზე ხელშეკრულებაც გააფორმა.

იმ შემთხვევაში, თუ კანონი ცვლილებების 2015 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესვლას არ გაითვალისწინებდა, საქართველოს მთავრობა, კანონის საფუძველზე, არ იქნებოდა უფლებამოსილი, რომ გამარტივებული შესყიდვის თანხმობაზე განკარგულება ერთპიროვნულად მიეღო, ანუ ეს პროცედურა, სხვა შემთხვევაში, გაცილებით რთულ, საჯარო და პროცედურულად გამართული წესით მიღებულ თანხმობას საჭიროებდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 50.000-ლარიან კონკურსში გამარჯვებული „სითი-ინსტიტუტ საქართველომ“ ავტომატურად 2 მილიონ 800 000-ლარიანი კონტრაქტიც მიიღო, თუმცა ეს უკანასკნელი კონკურსი კი არა, უფრო იურიდიული მანიპულაცია გახლდათ.

- კონკურსის ასეთი დარღვევებით ჩატარება, თქვენი აზრით, ვის და რაში დასჭირად?

- უნდა ვაღიაროთ, რომ თბილისი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორებმა ამ დოკუმენტის შესაქმნელად საკმაოდ დიდი შრომა გასწიეს, თუმცა ეს დოკუმენტი მხოლოდ რეკომენდაციისა და კარგი ანალიტიკური მასალის ნაზავს წარმოადგენს, მაგრამ კონკურსის პირობებით სხვა რამ არც იყო გათვალისწინებული.

- ამას რატომ ამბობთ?

- იმიტომ ვამბობ, რომ ამ დოკუმეტში თუნდაც ერთი სავარაუდოდ განსახორციელებელი პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური დასაბუთება არაა მოყვანილი და არც ამ პროექტის დაფინანსების სავარაუდო წყაროებია არსად ნახსენები.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვინაიდან ახალი გენგეგმის შექმნა დღევანდელი მერის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო დაპირება იყო, ამ პროექტის განხორციელებაც, ჩემი აზრით, მისი პოლიტიკური ინტერესის საგანს წარმოადგენს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ პირველი კონკურსის შემდეგ, უკვე გამარჯვებული კონცეფციის რეალურ პროექტად გადაქცევისთვის კიდევ ერთი კონკურსის გამოცხადება გახდებოდა აუცილებელი. ეს კი საკმაო დიდ დროს წაიღებდა და შესაბამისად, გენგეგმას ამ მოწვევის საკრებულო ვერ დაამტკიცებდა. სისწრაფე და ზემოხსენებული დარღვევებიც ამით აიხსნება.

- ბატონო გოგი, ყველაფერ აქედან გამომდინარე, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?

- ამ შემთხვევაში იურიდიული პასუხისმგებლობის ალბათობა მინიმალურია. პოლიტიკურ პასუხისმგებლობა დღევანდელი მერიისა და საკრებულოს მიმართ კი, თბილისელების განწყობით თუ ვიმსჯელებთ, ისედაც ნათელია.

- დღეს, როცა გენგეგმის პროექტი უკვე არსებობს, კონკურსის შედეგების ანულირება შესაძლებელია?

- არსებულ დოკუმენტს ჯერ იურიდიული ძალა არ აქვს - მის ლეგიტიმიზაციას საკრებულოს თანხმობა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ ამ მოწვევის საკრებულო პრინციპული თავისი მოღვაწეობის ბოლოს მაინც იქნება და პროექტის მყისიერ, ანუ განხილვის გარეშე დამტკიცებს მხარს არ დაუჭერს, მაშინ გენგეგმის პროექტზე მსჯელობა ახალი მოწვევის საკრებულოს და, შესაბამისად, ახალ მერს მოუწევს, რაც დიდი ალბათობით, იმის მომასწავებელია, რომ პროექტი ძირფესვიანად შეიცვლება.

- „ძირფესვიან შეცვლაში“ რას გულისხმობთ?

- ანუ, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა ისეთი უნდა იყოს, რომ თბილისისა და თბილისელების მოთხოვნებს რეალურად პასუხობდეს.

- ესე იგი, დარღვევებით ჩატარებული კონკურსიდან გამომდინარე, გენგეგმას ძალა არ აქვს?

- გენგეგმა, ამ სიტყვის კლასიკური განმარტებით, არც ყოფილა წარმოდგენილი, ეს დოკუმენტი შეიცავს უამრავ ანალიტიკურ და სტატისტიკურ მასალებს და სავარაუდოდ განსახორციელებელ პროექტთა ჩამონათვალს, რომლის უკანაც არ დგას არანაირი ეკონომიკურ-ფინანსური დასაბუთება, რეალურად ვღებულობთ დოკუმენტს რომელშიც კონკრეტული პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები დევს და თუ ეს „გენგეგმა“ დაამტკიცეს, მაშინ თბილისს ფუნქციონირება სხვა რეალობაში მოუწევს. სხვა თუ არაფერი, ქალაქის ფუნქციონალური ზონები შეიცვლება და შესაბამისად, ათასობით ადამიანის კერძო საკუთრება საზოგადოებრივი და კერძო ინტერესის, როგორც იტყვიან, საჯილდაო ქვა გახდება. დიახ, ახალი რეალობა კითხვის ნიშნის ქვეშ, სულ მცირე, 20-25.000 მესაკუთრის უფლებებს დააყენებს, რასაც ბუნებრივია, ხალხის წინააღმდეგობა მოჰყვება.

ერთი სიტყვით, ასეთ „საჩუქარს“ ახვედრებს თბილისის მოქმედი მთავრობა და საკრებულო ქალაქის ახალ ხელმძღვანელობას. ამიტომაც, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: თუ ეს ბატონები ერთი გუნდის წევრები არიან, რატომ ცდილობენ, რომ ერთმანეთის ინტერესების საპირისპიროდ აკეთონ საქმე?





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42