"რაჭაში, ივანიშვილმა 40 000-ზე მეტი უნიკალური ჯიშის ხე მოჭრა საერთო ფართობზე 168 ჰექტარი"- ოთარ სირაძე
პოლიტიკა - 11:29, 07 Sep, 2017     7502
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს შეაჩეროს რაჭაში ხე-ტყის ჩეხვა და უნიკალური ტყის განადგურება. საქმე ეხება მთავრობის 2017 წლის 19 მაისის # 990 განკარგულებას, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი აწერს და რითაც ივანიშვილის კომპანია „ატუ“-ს რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარედ 3 500 ძირი ხის მოჭრის ნებართვას აძლებს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ ისაუბრა.

„ჯამში, რაჭაში, ივანიშვილმა და მისმა კომპაიამ 40 000-ზე მეტი უნიკალური ჯიშის ხე მოჭრა. საერთო ფართობზე 168 ჰექტარი.

მაშინ, როდესაც თითქმის მთელი საქართველოს ტყეები გადაიწვა და ხანძრების ლიკვიდაცია სრულად არც მომხდარა, ივანიშვილი ფულის საკეთებლად ხეების ჩეხვას აგრძელებს.

წარმოგიდგენთ ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც ივანიშვილის საკუთრებაში არსებული მერსედესის ტიპის ტვირთმზიდავები (სახელმწიფო ნომრებით MAI-571, MAI-572, MAI-573, MAI-574, MAI-575, MAI-576, MAI-577, MAI-578, MAI-858) ყოველდღიურ რეჟიმში მორებით დატვირთული მიემართება საჩხერეში, საიდანაც უკვე გადამუშავებული სახით გაედინება აღნიშნული ხე-ტყე გაურკვეველი მიმართულებით.

მივმართავთ არასამთავრობო და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, დროა დაინტერესდენენ ამ ფაქტით და ერთობლივი ძალისხმევით შევაჩეროთ ეს ბოროტება. მზად ვარ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს ვაჩვენო კონკრეტული ადგილი, თუ სად ხდება ხეების განადგურება. ამ ფოტო და ვიდეო მასალას გადავუგზავნით მსოფლიო გარემოსდაცვით ორგანიზაციებსაც.

მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვებლივ შეწყვიტონ რაჭაში ხეების ჩეხვა, გამოიყვანონ ტყიდან სპეც-ტექნიკა და ცოცხალი ძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ნაციონალური მოძრაობა გამოვიყენებთ პროტესტის უკიდურეს ფორმებს, ცხადია კანონის ფარგლებში და არ მივცემთ მთავრობის განკარგულებებს ამოფარებულ, ბრაკონიერ ივანიშვილს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას”- განაცხადა სირაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42