ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ორი მონაკვეთის მშენებლობა უკვე იწყება- პრემიერი
პოლიტიკა - 10:55, 07 Sep, 2017     4103

ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ერთდროულად ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა, - ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის აქტიურ ტემპს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული მონაკვეთის ინვესტიცია 500 მილიონ ლარამდეა და ის ძალიან დიდ დასაქმების კომპონენტს ითვალისწინებს.

„ეს უკვე გახლავთ ბოლო მონაკვეთი, რომლის შემდეგაც რიკოთი იწყება. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება. მისი ღირებულება მილიარდ დოლარამდე იქნება. ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი და ალბათ ყველაზე რთული მონაკვეთი, რომლის სიგრძე 55 კილომეტრამდეა და 90 ხიდსა და 40 გვირაბს მოიცავს. აქაც ასობით ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი წლისთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით ამ მონაკვეთის მშენებლობის დაწყებისთვის. მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი ტემპით მივდივართ, არ გვაქვს ჩამორჩენა სივრცითი განვითარების გეგმით გათვალისწინებულ დროით ინდიკატორებთან, რაც ძალიან მისასალმებელია. მინდა, მოსახლეობას რეგულარულად ვაცნობოთ სივრცითი განვითარების გეგმის აღსრულების შესახებ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42