პრემიერი EBRD-ს საქართველოს მთავრობის მიერ აღებული კურსის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის
პოლიტიკა - 10:52, 07 Sep, 2017     922

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის და ევრობანკის გუნდს საქართველოს განვითარებისა და მთავრობის მიერ აღებული კურსის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის. EBRD-ის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, მთავრობის მეთაური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, EBRD-ი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელმაც მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში ქვეყანაში 17 პროექტი და 250 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა, რაც, მათივე თქმით, უპრეცედენტო და რეკორდული მაჩვენებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება; კონკრეტული პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესზე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი - კერძოდ, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის განვითარება, რომელიც ორიენტირებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პოტენციალის ათვისებაზე და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას და ამის გამოხატულება გახლავთ სწორედ ის, რომ მათი სტრატეგია პირდაპირ მორგებულია ოთხპუნქტიანი გეგმის დღის წესრიგზე, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ასევე, პრეზიდენტმა ჩაკრაბარტიმ გააჟღერა გზავნილები, რომლებიც ეხება საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს და დაადასტურა, რომ საქართველო გადააჭარბებს ევრობანკის მიერ წინასწარ პროგნოზირებულ მაჩვენებელს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გზავნილები, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ისეთი პიროვნების მხრიდან, რომელსაც საინვესტიციო სამყარო ძალიან ყურადღებით უსმენს. ამიტომ, გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ევრობანკის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, EBRD -ის მთელ გუნდს და ადგილობრივ ოფისს საქართველოს განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42