„ქართული ოცნების“ შემომწირველთა შორის შორენა თეთრუაშვილის მეგობარიც არის
პოლიტიკა - 21:20, 06 Sep, 2017     4761

პატრიარქის მდივანრეფერანტის შორენა თეთრუაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი კახა მახათაძე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია. მახათაძე კენჭს ზესტაფონში იყრის.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ მახათაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომწირველია, მან აგვისტოს თვეში „ქართულ ოცნებას“ 40 ათასი ლარი შეწირა.

მახათაძე გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონის მაჟორიტარად 2 სექტემბერს წარადგინა. იგი საპატრიარქოს კუთვნილი „ხაშმის“ ღვინის ქარხნის დირექტორია.

„ჩემი ბიზნესიდან, ჩემი შრომით ნაშოვი თანხაა და ვისაც მინდა იმას შევწირავ, რამე დანაშაული ჩავიდინე? საპატრიარქო არაფერ შუასია, შორენა თეთრუაშვილს კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ, ჩემი პირადი ნებაა და ჩემი პირადი თანხაა, სადაც მინდა იქ გადავრიცხავ ჩემს პირად თანხას“, - განაცხადა მახათაძემ „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.

აგვისტოში „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნოდ შემოწირულმა თანხამ 4 მილიონ 555 993 ლარმა, ყველა სხვა პარტიის შემოწირულობას ერთად, დაახლოებით 11-ჯერ გადააჭარბა.

პარტიის მცირე დამფინანსებლები იურიდიული და კერძო პირები არიან, რომლებიც "ქართული ოცნების" ანგარიშს კანონით გათვალისწინებული ლიმიტის, 120 ათას ლარის მაქსიმუმით ავსებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42