„ქართული ოცნების" ხელისუფლება დაადგა ევროპული სტრუქტურების და ევროპული თამაშის წესების დემონსტრაციულად უგულებელყოფის გზას, რითც ისინი ცდილობენ პრორუსული ძალებისა და ადამიანების გულის მოგებას საქართველოში,"- განაცხადა ნინო გოგუაძემ.
„ხელისუფლება არის სირაქლემას პოზიციაში და ის საერთოდ ვერ ხედავს პრობლემას"- ეს განცხადება კი „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა თამარ კორძაიამ გააკეთა, რომელიც თვლის, რომ „ქართული ოცნება" პოლიტიკური ძალადობის გზას დაადგა.
"ლეიბორისტული პარტიის" წევრები მმართველი გუნდის წარმომადგენლებს „გადამგდებლებს" უწოდებენ.
„კარგად გვახსოვს კონსტიტუციური პროექტის განხილვის დროს პარლამენტის თავმჯდომარე როგორ იფიცებდა წმინდა ბიძინას ხატზე, რომ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა იქნებოდა გათვალისწინებული და მათი დასკვნის გარეშე არ მიიღებდნენ კონსტიტუციას, შემდეგ როგორც ჩანს, წმინდა ბიძინა გაუწყრა და ძალაში დატოვეს დრაკონული მაჟორიტარული არჩევნების წესი,"- განაცხადა გიორგი გუგავამ.
მასალის გამოყენების პირობები






