„კონსტიტუციური პროცესი პოლიტიკურად მძიმე დასასრულისკენ მიექანება"- უსუფაშვილის შეთავაზება მმართველ გუნდს
პოლიტიკა - 18:27, 06 Sep, 2017     1009
„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით კონსტიტუციურ პროცესთან დაკავშირებით მმართველი გუნდი თვითიზოლირებულ მდგომარეობაში მოექცა და კონსტიტუციური პროცესი პოლიტიკურად მძიმე დასასრულისკენ მიექანება. უსუფაშვილი მმართველ გუნდს კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალს სთავაზობს, მისი განცხადებით „შენების მოძრაობა“ უახლოეს დღეებში საზოგადოებას გააცნობს საარჩევნო სისტემის იმგვარ მოდელს, რომელიც ყველას პრინციპულ პოზიციებს გაითვალისწინებს:

„კონსტიტუციური პროცესი პოლიტიკურად მძიმე დასასრულისკენ მიექანება. საქმეს ვერ შველის ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უპრეცედენტოდ ღიად გამოხატული შეშფოთება და იმედგაცრუება. თვითიზოლირებული მმართველი გუნდი ცდილობს სიმტკიცე სიჯიუტით დაამტკიცოს. ეს არ ხდება ცუდი ადამიანების გამო. ეს ხდება ცუდი სისტემის - ერთპარტიული მმართველობის - გამო. ამგვარი სისტემა ერთი და იმავე კანონზომიერებას ექვემდებარება, იქნება ის „ნაცმოძრაობული“ თუ „ოცნებური“. ამიტომ ჰგვანან ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით 2004 წლის, 2010 წლის და 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმატორების ქმედებები, მიდგომები, რიტორიკა და სტილი.

მმართველმა პარტიამ ვერ გაიაზრა კონსტიტუციური პროცესის პოლიტიკური დატვირთვა და ფართო კონსენსუსის აბსოლუტური აუცილებლობა; მმართველმა პარტიამ ვერ დაინახა განსხვავება კონსტიტუციისა და სამეცნიერო ნაშრომის შექმნას შორის; პირადი ამბიციების გამო მთლიანად გადაიწერა 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია - ისიც, რაც შესაცვლელი იყო და ისიც, რაც მოსავლელი იყო, როგორც სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობითობის მთავარი ძარღვი; კვლავ იჩინა თავი „სახელმწიფო - ეს მე ვარ“ საძალაუფლებო ვირუსმა.

ეს ყველაფერი ასეა. მაგრამ, არანაკლებ დიდი პოლიტიკური უგუნურება იქნება თუ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ახალ კონსტიტუციას „ოცნების ფარატინა ქაღალდს“ დავარქმევთ და ამით ისედაც სუსტ სახელმწიფოებრიობას კიდევ უფრო დავაზიანებთ. ერის სახელწიფოებრივად ორგანიზების ისტორიული მისია ვერ მიიღწევა ერის კონსტიტუციური კონსოლიდაციის გარეშე.

ეს ჩვენ პოლიტიკურ სიმწიფეზე კარგს არაფერს მეტყველებს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა სხვა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური თემა გადაფარა ერთ საკითხზე - საარჩევნო სისტემაზე - დებატებმა. სწორედ ამ საკითხზე შეუთანხმებლობას ეწირება მთლიანად კონსტიტუციისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება და პატივისცემა. ამის დაშვება არ შეიძლება, ასე ჩვენ ვანგრევთ და არ ვაშენებთ.

თუ ახალი კონსტიტუციის სახით ერთად სავალ ფართო შარაგზას ვერ ვქმნით, ამ შარაგზისკენ მიმავალი ვიწრო ბილიკი მაინც უნდა გამოვძებნოთ. ამ უკანასკნელი შანსის ძიებაში „შენების მოძრაობა“ უახლოეს დღეებში საზოგადოებას გააცნობს საარჩევნო სისტემის იმგვარ მოდელს, რომელიც ყველას პრინციპულ პოზიციებს გაითვალისწინებს, მაგრამ ყველასგან მცირე დათმობებს მოითხოვს. ქვეყნის შენებისას უნდა გავთავისუფლდეთ შავ-თეთრი აზროვნებისგან და უნდა ვეძებოთ ოქროს შუალედები. ამით ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ იმას მაინც შევძლებთ, რომ კონსტიტუციისადმი პატივისცემის ხარისხი არ დაეცეს იმ სახიფათო ნიშნულამდე, საითაც ახლა მიექანება. მზად ვართ ყურადღებით მოვისმინოთ მასშტაბური კრიზისის თავიდან აცილების სხვა გონივრული ვერსიებიც; არ ვართ მზად იმ ვერსიების მოსასმენად, რომლებიც ნასაზრდოებია „რაც უარესი, მით უკეთესი“ ან „ყველაფერი კარგადაა“ მიდგომებით.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42