მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ აგვისტოში 4.5 მილიონის შემოწირულობა მიიღო, რაც მთლიანი შემოწირულობების 93%-ია.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულება „ევროპულ საქართველოს“ ერიცხება, რომელსაც 287 439 ლარი შესწირეს.
9 769 ლარი შეადგინა ალექსანდრე ელისაშვილის ფონდის შემოწირულებამ.
„ნაციონალური მოძრაობას“ – 5 330 ლარი შესწირეს.
შემოწირულებების სრული მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
ქართული ოცნება - 4 555 993 ლარი
ევროპული საქართველო - 287 439 ლარი
ალექსანდრე ელისაშვილის ფონდი - 9 769 ლარი
გირჩი - 7 000 ლარი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 5 330 ლარი
ეროვნული ფორუმი - 2 415 ლარი
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 1 112 ლარი
საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია - 136 ლარი
რესპუბლიკური პარტია - 20 ლარი
აღსანიშნაბია, რომ „ოცნების“ შემომწირველები არიან როგორც კერძო კომპანიები ასევე ფიზიკური პირები.
მასალის გამოყენების პირობები






