თხილის მე- 4 ფორუმს სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო
პოლიტიკა - 18:07, 06 Sep, 2017     1010
თხილის სექტორში არსებულ ვითარებასა და დარგის წინაშე მდგარ გამოწვევებზე იმსჯელეს თხილის მე-4 ფორუმზე, რომელიც თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართა. ფორუმს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო და მისასალმებელი სიტყვით ფორუმის მონაწილეებს მიმართა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მეთხილეობის განვითარების მნიშვნელობა და ის დიდი საექსპორტო პოტენციალი, რომელიც დარგს გააჩნია. ლევან დავითაშვილმა იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის წინაშეც მეთხილეობის დარგი წელს დგას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო ის ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფომ ამერიკელი პარტნიორების, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, ახალი მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გაატარა. მავნებელთან ბრძოლის პირველ ეტაპზე 53 ათასი ჰექტარი თხილის ფართობი შეიწამლა სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში. მავნებელთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და სახელმწიფო მუშაობს კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, იმისათვის რომ მომავალი წლისთვის მავნებლის პოპულაცია შემცირდეს. ამასთან უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და ქიმიურ პრეპარატებთან ერთად მავნებლის მექანიკური მეთოდებით განადგურება. თუმცა გარდა აზიური ფაროსანასი, უხვი ნალექებით გამოწვეულმა კლიმატურმა გარემომ ხელი შეუწყო თხილის სხვადასხვა ჯგუფის სოკოვანი ორგანიზმების გაჩენას. სახელმწიფოს ჩარევით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად ბრძოლის მეთოდოლოგია შეიმუშავეს და სამომავლოდ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება ფერმერებს.

„თხილის ფორუმზე ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად მიმდინარე წლის შედეგები შევაჯამოთ. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ წელს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე და ბოლო ორი წელია ნედლეულთან დაკავშირებით საქართველოში გარკვეული პრობლემებია. შესაბამისად ის, რომ თხილის ინდუსტრია იზრდება ეს რა თქმა უნდა ეფუძნება ხარისხიან სანედლეულო ბაზას და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ფორუმზე. ყურადღება გავამახვილეთ საერთაშორისო პროექტებზე, თხილის ინდუსტრიაში ქართული თხილის პერსპექტივებზე, იმ ცვლილებებზე რომელიც თხილის ინდუსტრიის რეგულაციის კუთხით განხორციელდა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა დარგის განვითარების მიზნით გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ვრცლად ისაუბრეს. მეთხილეობის განვითარების, მოსავლიანობის გაზრდის და მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად სახელმწიფომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, გაშენდა 531 ჰექტარი ახალი ბაღები (სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში),მიღებულია თხილის ტექნიკური რეგლამენტი, აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დარგობრივი ასოციაციების წევრებმა, ფერმერებმა, ყურადღება გაამახვილეს ინფორმირებულობის გაზრდის და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების აუცილებლობაზე.

თხილის ფორუმს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალური მდივანი ჯინგუენ შია და ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორი მარტინ ვორდი, ფერმერები, დარგობრივი ასოციაციების ,საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) და USAID/ G-HIP მხარდაჭერით ჩატარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42