"ლარის გაუფასურებაში მთავარი წვლილი მთავრობას მიუძღვის" - რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 15:55, 06 Sep, 2017     1098
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით, ლარის გაუფასურებაში მთავარი წვლილი მთავრობას მიუძღვის.

"ლარის გაუფასურების არავითარი ფუნდამენტური საფუძველი საქართველოში არ არსებობს - არც შიდა და არც საგარეო ფაქტორი.

საგარეოში ვხედავთ, რომ დოლარი დასუსტდა თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებაში, მათ შორის ჩვენს რეგიონში და მეზობელ ქვეყნებში, ხოლო სავალუტო ნაკადების ცვლილება არის დადებითი როგორც ტურიზმის, ასევე, საგარეო ვაჭრობისა და ტრანსფერის მხრივ. მაშინ რა ხდება? რატომ დაიწყო ლარმა გაუფასურება? სად არის ძაღლის თავი დამახრული, როგორც იტყვიან ხოლმე? ძაღლის თავი დამარხულია ფინანსთა სამინისტროს ეზოში, თანაც ისეა დამარხული, რომ მთელი თავი ძალიან კარგად მოჩანს. ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის საქართველოს მთავრობა. ლარი გააუფასურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

გუშინ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არასწორად შეაფასეს, თუ რა ხდება სახაზინო ახალი აუქციონების შემოღების კუთხით - აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც კი იცის, თუ რა მავნე, ავანტიურისტული მექანიზმი დანერგა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2 თვის წინ - 5 ივლისს დაიწყო ბიუჯეტში წლობით ნაგროვი ნაშთების გასესხება კომერციულ ბანკებზე და თქვენ იცით, რა რაოდენობის ფული მისცა სესხად ბოლო 2 თვის განმავლობაში ხაზინამ ე.წ. ახლადშემოღებული სახაზინო აუქციონების მეშვეობით?! - ნახევარი მილიარდი ლარი. ორი თვის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომერციულ ბანკებს მიაწოდა სამთვიანი საკრედიტო რესურსი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ლარის მთელი მასის 9%-ს. ვინ მოიგონა ეს უგუნური წესი? თქვენ ყველამ იცით, რომ ფინანსთა სამინისტრო კომერციული ბანკებიდან აქეთ იღებს სესხს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად. ვის მოუვიდა აზრად, რომ ბიუჯეტის ნაშთებით დაიწყოს მევახშეობა, ფულის გაპროცენტება? ფინანსთა სამინისტრომ, მთავრობამ უნდა აგოს ამაზე პასუხი და თქვას, ვის თავში დაიბადა ეს მავნე მექანიზმი"- განაცხადა გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42