“იგეგმება ქუთაისის პარლამენტის სასახლის რეაბილიტაცია“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 15:51, 06 Sep, 2017     1305
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ქუთაისის პარლამენტის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განცხადება დღეს, საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის სახურავი, შუშის კონსტრუქცია, ასევე, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია.

“მოსაწესრიგებელია პარლამენტის შენობა, ასევე, რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის მიმდებარე ტერიტორია. პირველ რიგში, საჭიროებს გადახურვას, ასევე არის პრობლემები. როგორც მოგეხსენებათ გადახურვა ატარებს წყალს, შესაბამისად, რეაბილიტაცია არის ჩასატარებელი პოლიმერის საფარით. ასევე მიზანშეწონილია მთლიანად შუშის კონსტრუქციის შეცვლა. შუშის კონსტრუქცია ატარებს წყალს და არსებული კონსტრუქციის პირობებში ვერ ვარეგულირებთ ტემპერატურას. ასევე რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის მიმდინარე ტერიტორია. მათ შორის, მოსაწყობია ავტოსადგომი და შესასვლელის მოპირკეთება. შეგვიძლია ამ ტერიტორიის გამწვანება და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკის მოწყობა, რაც იქნებოდა ერთგვარი საჩუქარი ქუთაისის მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქედან, რომ ეს პარკი იქნებოდა საყოველთაო მოხმარებისთვის განკუთვნილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა ხაზინადართა საბჭოს ვთხოვო, რომ სათანადოდ შეისწავლოს ფინანსურად ეს საკითხი და შესაბამისად დავიწყოთ მუშაობა ამ ყველაფერზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42