"ქალო გაჩუმდი, ვინ გკითხავს და შემაგინა.."- დაპირისპირება ქართულ ოცნებაში სიების გამო (ვიდეო)
პოლიტიკა - 14:16, 06 Sep, 2017     3390

ხაშურის „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა. პარტიის წევრები ხაშურის ორგანიზაციის თავმჯდომარეს და აღმასრულებელ მდივანს ერათპიროვნულილ გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ვაჟა შუბითიძის თქმით ის ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ პარტიის შექმნის დღიდანვე იყვნენ ახლა იგნორირებულნი არიან და სიებში და შტაბებში ადგილები ნაციონალური მოძრაობიდან პორტირებულმა ხალხმა დაიკავა:

„ხაშურის „ქართულ ოცნებაში“ დღეს ძალიან მრავლადაა წარმოდგენილი პორტირებული ხალხი, სწორედ ეს აღიზიანებთ ადამიანებს და გამოთქვეს შენიშვნები, რომლებიც არ ქინა გაზიარებული აღმასრულებელი მდივნის მიერ. ამას მოჰყვა გარკვეული ჩხუბი, დაპირისპირება და აღმასრულებელი მდივნის მხრიდან ხულიგნობა“- განაცხადა შუბითიძე. ის „ქართულილ ოცნების“ ცენტრალურ ხელმძღვანელობას მოუწოდებს ჩავიდნენ ხაშურში შეისწავლონ სიტუაცია და სათანადო დასკვნა გამოიტანონ.

„პარტიულ აქტივს აღიზიანებს ისიც, რომ მაჟორიტარი დეპუტატი არის იგნორირებული და ხალხის არჩეული დეპუტატის აზრი არ არის გაზიარებული. ვითხოვთ რომ რეაგირება მოხდეს დროულად და სამართლიანად“- აღნიშნა შუბითიძემ.

ხაშურის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას თანაპარტიელების აზრის გაუთვალისწინებლობაში ადანაშაულებს „ოცნების“ წევრი ია ქურდაძეც:

„ვუთხარი, თქვენ როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, მაინტერესებს პარტიულ სიაში რა კრიტერიუმით ალაგებთ ადამანებს. უხეშად მომმართა: შენ ქალო გაჩუმდი, ვინ გკითხავს და შემაგინა. ეს გაიგონა ჩემმა პარტიის წევრმა და ამას მოჰყვა დაპირისპირება“- განაცხადა ქურდაძემ. მისი თქმით პარტია არაოფიციალურად ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთი ნაწილი, რომელიც 2012 წლიდან არსებობს და მეორე რომელიც ხაშურის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა შექმნა, თავისი მოსვლის შემდეგ. ქურდაძის განცხადებით გურასპაშვილი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, სხვების აზრის გაუთვალისწინებლად იღებს. როგორც ია ქურდაძე აღნიშნავს, გურასპაშვილმა საკუთარი ბილბორდი ქალაქში გამოაკვრევინა, მაშინ როდესაც ის მერობის კანდიდატად დარეგისტრირებულიც არაა, ქურდაძის თქმით ეს თვითნებური ქმედებაა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა კანდიდატებს.

„ეს გააკეთა იმ ადამიანების დასანახად, რომლებიც იქით მიდიან ხოლმე საითაც ძალაა, თორემ ჩვენ, ოცნების ძირითადმა ბირთვმა ძალიან ზუსტად ვიცით მაგ ადამიანს რა შეუძლია რაიონისთვის გააკეთოს, რა თქმა უნდა ცუდის.“- განაცხადა ქურდაძემ.













მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42