გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 13:58, 06 Sep, 2017     990
საქართველოსა და EBRD-ის 25-წლიანი თანამშრომლობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და EBRD-ის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვედრის მთავარი თემები. EBRD-ის პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში უკვე მესამედ იმყოფება, პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომლის მეშვეობით ქვეყანაში 200-ზე მეტი პროექტი და დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო EBRD-ის სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ ის ორიენტირებულია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის მხარდაჭერაზე, რომელიც სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, ქვეყნის სივრცით მოწყობას, განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმას გულისხმობს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიღწევებზე ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საპენსიო და კაპიტალის ბაზრის რეფორმის შესახებ, რომელიც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. ამ ეტაპზე მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.

გიორგი კვირიკაშვილმა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საერთაშორისო ბაზარზე ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას და წაახალისებს ინვესტიციებს.

მხარეებმა ასევე ყურადღება დაუთმეს EBRD-ის მხარდაჭერით შექმნილი პლატფორმის - ინვესტორთა საბჭოს საქმიანობას, რომელიც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას ისახავს მიზნად. საბჭოს მორიგ სხდომაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართება, EBRD-ის პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42