"მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს ბოროტად იყენებს"- ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა - 13:40, 06 Sep, 2017     533
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს ბოროტად იყენებს.

აღნიშნულის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა და ბესო შენგელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

მათი თქმით, სამარშრუტო ტაქსებზე გასული წლის არჩევნების შემდგომ შემორჩენილია სარეკლამო ბანერები, რაც კანონდარღვევაა. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რაც შემდეგში მდგომარეობს: საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, მუხლი 25 მე-2 ნაწილი - შემოწირულობად ითვლება პარტიის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა და მომსახურება. მუხლი 27 - პარტიის მიერ თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულობის საერთო რაოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს. მოქალაქემ ან იურიდიულმა პირმა შემოწირულობა შეიძლება განახორციელოს ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ნორმებში.

ბესო შენგელიას განცხადებით, ზემოთ მოყვანილი წესები დარღვეულია, რადგან დადგენილი თანხა ბევრად აღემატება მოცემულობას.

„ჩვენი დათვლებით, მხოლოდ ჩვენს მიერ აღმოჩენილ 20 სამარშუტო ტაქსზე გასული არჩევნების შემდგომ დარჩენილი სააგიტაციო მასალა, თანხაში გადაყვანილი, 181 ათასი ლარია" -განაცხადა შენგელიამ

„ეს ყველაფერი ხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ფინანსური მონიტორინგის ცხვირწინ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათგან არც ერთ ნაბიჯი არ გადადგმულა რომ აღკვეთილიყო კანონმდებლობის დარღვევა და დღეს ჩვენ ვხედავთ საარჩევნო მანიპულაციის სახით ასეთ კანონდარღვევებს, რომელიც პირდაპირ ნიშნავს ადმინისტრაციული რესურსის და ხელისუფლების ბოროტად გამოყენებას“ - აღნიშნა ბეჟაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42