„ქართულ ოცნებაში“ დაწყებული შიდა დაპირისპირება ხაშურში მუშტი-კრივში გადაიზარდა
პოლიტიკა - 12:34, 06 Sep, 2017     5271
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ხაშურში. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, „ოცნების“ წევრის, ია ქურდაძის განცხადებით, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მიაყენა, მოგვიანებით კი მიშა ჯანაშვილმა მისსავე თანაგუნდელ გიორგი რუსიშვილს წიხლი ჩაარტყა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. შიდა პარტიულ დაპირისპირებას ქურდაძე გამგებელ გიორგი გურასპაშვილს აბრალებს, რომელიც ხაშურში „ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მერობის კანდიდატია. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა რაც „ქართული ოცნების“ წევრები მიშა ჯანაშვილისაგან ცდილობდნენ მიეღოთ პაუსუხი კითხვაზე-რატომ ვერ მოხვდნენ საარჩევნო სიებში „ოცნების“ ძველი წევრები და რა კრიტერიუმებით შეირჩნენ მათთვის უცნობი ადამიანები. პარტიის წევრების ნაწილი, გიორგი გურასპაშვილის მერობის კანდიდატად წარდგენის საკითხსაც კატეგორიულად ეწინააღდეგება.
ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ ხაშურში კანდიდატები ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ წარუდგენია, თუმცა ქალაქში რამდენიმე ადგილას გიორგი გურასპაშვილის ბილბორდი უკვე აღმართეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42