"დანაპირების არშესრულება და პარტნიორების შეცდომაში შეყვანა" - მესამე სექტორი ხელისუფლებას ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 11:52, 06 Sep, 2017     1371
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს.

"1 სექტემბერს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ, განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოში პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადადებით. იგი, ასევე, უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ვერ შედგა კონსენსუსი კონსტიტუციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 4 სექტემბერს ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა, მმართველ გუნდს ურჩია, დაელოდოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს კონსტიტუცია.

მიუხედავად ამისა, 5 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით მიღებულ იქნება ახალი კონსტიტუციის არსებული ვარიანტი, შესაბამისად, მასში მხოლოდ სარედაქციო ცვლილებები შევა. 4 სექტემბერს დაახლოებით იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

მმართველი გუნდის ეს განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის „ქართული ოცნების” ლიდერების ადრინდელ დაპირებასთან, რომ ისინი ვენეციის კომისიის ყველა რჩევას გაითვალისწინებდნენ.

მივმართავთ საპარლამენტო უმრავლესობას, აუცილებლად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის მოწოდებები და დაელოდოს ამ უწყების საბოლოო შეფასების გამოქვეყნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მნიშვნელოვნად შეილახოს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია. დანაპირების არშესრულება და პარტნიორების შეცდომაში შეყვანა, რა თქმა უნდა, უარყოფითად იქნება აღქმული მათ მიერ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შემდეგი არჩევნებისთვის არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება არ ემსახურება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიზნებს და ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია მრავალპარტიული და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის არსებობისთვის. მინიმალური პოლიტიკური კომპრომისის არარსებობა და მსგავსი ერთპიროვნული გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის სტაბილური განვითარების პერსპექტივებს. კონსტიტუცია სახალხო თანხმობის დოკუმენტია და აუცილებელია, მის შინაარსს იზიარებდნენ საზოგადოების ფართო ფენები"- ნათქვამია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

ინფორმაციის თავისუფლების განვითერების ინსტიტუტი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ლიბერალური აკადემია თბილისი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42