"მავნებელთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია" - ლევან დავითაშვილი
პოლიტიკა - 11:57, 06 Sep, 2017     448
აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემასთან ბრძოლაში საქართველოს IPPC დახმარება ჰპირდება. მავნებელთან ბრძოლის საკითხები დღეს სოფლის მეურნეობის მინიტრმა ლევან დავითაშვილმა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალურ მდივანთან ჯინგუენ შიასთან შეხვედრაზე განიხილა.

სოფლის მეურნეობის მინიტრის განცხადებით, მავნებელთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

„ახალი ინვაზიური მავნებელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამ მავნებელთან ბრძოლის დიდი საერთაშორისო პრაქტიკა ევროპაშიც არ არსებობს. შედარებით, მეტი გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუგროვდათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ, ის მიდგომები, რაც ეფექტიანი იქნება მავნებლის დასამარცხებლად“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალურმა მდივანმა განაცხადა საქართველო აზიური ფაროსანას სახით, მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას და მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„ჩვენ ვითანამშრომლებთ მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან დაცვისა და ფიტოსანიტარული საკარანტინო ღონისძიებების ჩატარების, აგრეთვე სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით“, - აღნიშნა ჯინგუენ შიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრისა და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალური მდივნის შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42