თიბისი ბანკი ADB-მ ვაჭრობის ფინანსირებაში საუკეთესო ბანკად დაასახელა
პოლიტიკა - 11:47, 06 Sep, 2017     1117
აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკი ზედიზედ უკვე მესამედ დაასახელა საუკეთესო პარტნიორ ბანკად საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სინგაპურში გაიმართა და მას 17 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. აზიის განვითარების ბანკმა 18 საუკეთესო პარტნიორი ბანკი გამოავლინა, რომლებთანაც ADB ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს.

“ვაჭრობის ფინანსირების პროგრამა უკვე მესამე წელია ავლენს ჩვენს ყველაზე აქტიურ პარტნიორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი პარტნიორი ბანკების გარეშე აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამა მიმდინარე წელს ვერ მოახერხებდა იმ შედეგების მიღებას, რაც გვაქვს. ეს დაჯილდოება საუკეთესო შესაძლებლობაა იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ გამარჯვებულ ბანკებს პარტნიორობისთვის და მათი გაწეული სამუშაოსთვის. გამარჯვებულ ბანკებთან თანამშრომლობით, ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში,“ - განაცხადა სტივენ ბეკმა, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების ხელმძღვანელმა.

ADB 1966 წელს დაარსდა და მის მიზანს სიღარიბის შემცირება წარმოადგენს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და რეგიონალური ინტეგრაციის გზით. პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკმა 2016 წელს 31.7 მილიარდი დოლარი გამოყო და არაერთი სექტორი დააფინანსა სხვადასხვა ქვეყანაში.

2009 წლიდან დღემდე ADB-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამამ 10 900-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა, რისთვისაც 16 000 ტრანზაქცია განახორციელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42