Agile Spirit 2017 სწავლების ხელმძღვანელი სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას გაეცნო
პოლიტიკა - 10:49, 06 Sep, 2017     925
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი და „Agile Spirit 2017” სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას გაეცნო. პოლკოვნიკმა სასწავლო ოპერატიული ბრძანების გაცემის ბრიფინგი მოისმინა და შტაბისგან სწავლების დეტალების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღო.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება ქ. ახალციხეში, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს და მასში 7 ქვეყნის 185 სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. სწავლების საკითხები სიღრმითი ოპერაციების ჩატარებას, ქვედანაყოფების განთავსებას და გაძლიერებას, პირდაპირ შეღწევას და ჩანაცვლებას, საცეცხლე მხარდაჭერას, სიტუაციური მოქმედებების კონტროლს, ასევე თავდაცვით, შეტევით და სტაბილურობის ოპერაციებს მოიცავს.

„Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში, სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, შემდგომში საშუალება ექნებათ NATO-ს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაში სხვადასხვა სახის ოპერაციები ერთად დაგეგმონ და აღასრულონ. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ გამოცდილებას სტაბილურობის, შეტევით/თავდაცვით ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში, გაეცნობიან სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სტრუქტურას, შეიარაღებას, პროცედურებს, ტაქტიკასა და საბრძოლო უნარჩვევებს.

მრავალეროვნულ სწავლება „Agile Spirit 2017“-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალები ატარებენ. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას.

„Agile Spirit 2017“ სამეთაურო-საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სწავლების მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის და შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.

სწავლების საველე და სამეთაურო-საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 11 სექტემბერს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42