EPPO აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში საქართველოს სრულ მხარდაჭერას პირდება
პოლიტიკა - 10:42, 06 Sep, 2017     1059
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის (EPPO) გენერალურმა დირექტორმა მარტინ ვორდმა კლიმატის გლობალური ცვლილებების პირობებში, მცენარეთა დაცვისა და მავნებლებთან ბრძოლის საკითხები განხილეს.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში ახლად გავრცელებული მავნებელი მწერის აზიური ფაროსანას საკითხზე გამახვილდა და ხაზგასმით იქნა აღნიშნული მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში დარგობრივი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობის საკითხი.

მარტინ ვორდმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ამ მავნებელთან ბრძოლის დროს დაგროვილი გამოცდილება საერთაშორისო კომპლექსური კვლევის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით კი, საქართველოში გავრცელებული მავნებლის მიერ მიყენებულ ზარალზე საერთაშორისო ყურადღების გამახვილება უნდა მოხდეს.

„მავნებლის მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი, საერთაშორისო განგაშის საფუძველი უნდა გახდეს, რომ მავნებელთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდების შემუშავების მიზნით, განხორციელდეს მწერის შესწავლა და კვლევა, ვინაიდან, დღეს თუ საქართველოს აქვს პრობლემა, ხვალ შეიძლება ნებისმიერი სხვა ქვეყანა აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორის მარტინ ვორდის განცხადებით ისევე, როგორც საქართველოსთვის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორისი ორგანიზაციისთვისაც აზიური ფაროსანა ახალი გამოწვევაა.

მისი თქმით, 2008 წელს აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემა შვეიცარიაშიც მწვავედ იდგა. მავნებლის გავრცელება საერთაშორისო პრობლემაა და მარტინ ვორდმა ქართული მხარის მიმართ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში სრული მხარდაჭერა გამოხატა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს ჩართულობით აზიური ფაროსანას კვლევა დაიწყება, რაც ექსპერტებს და მეცნიერებს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მეთოდოლოგიის შემუშავებაში დაეხმარება. მუშაობა ასევე დაიწყება ევროკავშირში ახალი ბიოლოგიური აგენტის (მწერის) პოპულაციის კონტროლისთვის, რაც ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობას შეუწობს ხელს.

შეხვედრაზე მატინ ვორდმა პირადად მიულოცა მინისტრს საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანება. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის მთავრობათაშორის ორგანიზაციაში (EPPO) 2016 წელს გაწევრიანდა.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სააგენტოს ფიტოსანიტარული მიმართულების თანამშრომლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42