“ვენოკების საქმე “ და ფაქტები პროკურორ ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ – რუსეთის ტერაქტების სერია საქართველოში
პოლიტიკა - 00:02, 06 Sep, 2017     2380
აქ შევეცდები ავხსნა, 2008 წლის აგვიტოს ომის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების დაცვის გაძლიერება, მათ შორის გადაადგილების, კვების, არაოფიციალური სტუმრების, მათთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებით.

პუტინისა და ივანიშვილის “ვენოკების საქმის” პროკურორი ნათია სონღულაშვილი საზოგადოებას ატყუებს, რომ 2009 წელს პრეზიდენტის ხარჯების გასაიდუმლოება უსაფრთხოების ზომების გამკაცრების აუცილებლობამ კი არ განაპირობა, არამედ – პრეზიდენტისთვის ამერიკელი მასაჟისტის ჩამოყვანის შესახებ ინფორმაციის გახმაურებამ და ამის შესახებ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებულმა სტატიებმა. ამ ტყუილით აბაიბურებს ივანიშვილის პროკურორი საფრთხეებს, რომლებსაც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში რუსეთი ქმნიდა, მათ შორის ტერორისტული აქტების ორგანიზებით.

აქვე შეგახსენებთ, რომ მასაჟისტის ეპიზოდი პროკურატურას დანაშაულად არ უცვნია, ამასთან დაკავშირებით ბრალი არავის აქვს წაყენებული. სააკაშვილის წინააღმდეგ პროკურორ სონღულაშვილს ხშირად იმოწმებენ რუსეთის სატელევიზო შოუებში, ამ პროკურორის არ იყოს, პუტინის ტელე–შოუების წამყვანები არიან ძალიან დაინტრესებული დოქტორ დოტით და მის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გაკეთებული მასაჟით. დოტის ეპიზოდი ერთნაირადაა შავი pr –ის მასალა ქოცპროკურატურისთვის და პუტინის მედიისთვის. ამიტომ, დავანებოთ თავი რუსულ და ქოცურ პროპაგანდას და დავუბრუნდეთ მთავარს.

მაშ ასე, ფაქტები პროკურორ სონღულაშვილის და "ვენოკების საქმის" წინააღმდეგ.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2008 წლის აგვიტოს ომის შემდეგ პუტინი სააკაშვილს ღიად დაემუქრა? დაემუქრა.

2009 წლის გაზაფხულზე საქართველოში ნატოს სწავლების პარალელურად რუსეთმა წამოიწყო მაშტაბური და ძალიან საშიში წვრთნები? წამოიწყო.

2009 –2010– 2011 წლებში საქართველოში ტერორისტული აქტების სერია იყო? იყო !

მე შეგახსენებთ ამ წლებში შემდგარ ტერაქტებს და ტერაქტების მცდელობებს.

2009 წლის 2 ივნისს ხობი –ინგირის მონაკვეთზე, სამგზავრო მატარებლის გავლამდე სულ ცოტა ხნით ადრე მოხდა ძლიერი აფეთქება. გამოიყენეს საათის მექანიზმიანი მოწყობილობა და ტროტილი .

2009 წლის 11 ივნისს ზუგდიდის რკინიგზის სადგურში სამი აფეთქება მოხდა. პირველად აფეთქდა სადგურში მდგარი სატვირთო შემადგენლობის ერთი ვაგონი , 15 წუთის შემდეგ ნაგვის ურნაში მოთავსებული მოწყობილობა, მოგვიანებით კი პოლიციის შენობასთან „მაზის“ მარკის დანაღმული ავტომობილი. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა.

ზუგდიდის რაიონში რკინიგზაზე აფეთქება 2009 წლის 7 და 15 სექტემბერსაც მოხდა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა.

2010 წლის 22 სექტემბერს თბილისში, აშშ-ის საელჩოდან 100 მეტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქება ძლიერი იყო, არავინ დაზიანებულა. იმავე ადგილზე აღმოჩენილი მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა სამართალდამცველებმა გააუვნებელყვეს. მომხდართან დაკავშირებით ამერიკული დაზვერვის გამოძიების დასკვნა საქართველოს ხელისუფლების გამოძიების შედეგებს დაემთხვა. ტერაქტის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგა.

2010 წლის 2 ოქტომბერს იყო ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა. ასაფეთქებელი ნივთიერება ადგილობრივმა მიხეილ გიგაშვილმა შენიშნა და სამართალდამცველებს შეატყობინა. სპეციალისტებმა ხიდის განაღმვა მოახერხეს.

2010 წლის 21 ოქტომბერს მოხდა ორი აფეთქება თბილისის რკინიგზის სადგურთან. ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად რამდენიმე მაღაზია დაზიანდა.

2010 წელი, 28 ნოემბერს იყო აფეთქება თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე. ამ ტერაქტს შუა ხნის ქალბატონი ნინო გორდეზიანი ემსხვერპლა

2010 წელი, 28 ნოემბერსვე მოხდა აფეთქება თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნინოშვილის ქუჩის 13 ნომერში მდებარე სუპერმარკეტთან . აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

2011 წლის 25 თებერლს გადაკეტილი იყო ლუბლიანას ქუჩა. ტელეკომპანია "იმედთან" ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.

2011 წლის 31 მარტს ქუთაისში მერიის შენობისა და იუსტიციის სახლის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს.

2011 წლის 6 ივნისს სამართალდამცველებმა გამოავლინეს თბილისში ნატოს სამოკავშირეო ოფისთან ტერაქტის განხორციელების გეგმა.

2011 წლის ივნისში ტერაქტი აღკვეთეს ზუგდიდში.

2012 წლის 4 მაისს სამართალდაცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს ზუგდიდის საოლქო პროკურატურის შენობასთან.

დადასტურებულია, რომ მთელი ეს შემდგარი და აღკვეთილი ტერორისტული აქტები დაგეგმილი იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, გრუ–ს ოფიცრების უშუალო მონაწილეობით.

“ვენოკების საქმის” პრკურორი სონღულაშვილი კი სასამართლო განახილვებზე ბრალდების მოწმეებისგან დაჟინებით მოითხოვს ახსნან, თუ რატომ გახდა საჭირო 2008 წლის ომის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების დაცვის გაძლიერება, მათ შორის ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციის დამალვა და ღიზიანდება, როცა მოწმეები ერთმანეთის მიყოლებით უხსნიან, რომ ეს აუცილებელი იყო რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის პირველი პირის დაცვისთვის.

“ვენოკების საქმეზე” პუტინისგან და ივანიშვილისგან ბრალდებულები არიან პრეზიდენტი სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია. “ ვენოკების საქმე” მათი პოლიტიკური დევნის საქმეა.


ეკა წამალაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42