გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა
პოლიტიკა - 19:37, 05 Sep, 2017     994
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა.

შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობა.

პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს და საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი უწყვეტი და მტკიცე მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით პოლონეთის ფართო გამოცდილების გაზიარებისა და ამ პროცესში პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა NATO-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების საჭიროებას და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის დღის წესრიგის გააქტიურებისათვის 2018 წლის NATO-ს სამიტის მნიშვნელობა შეაფასა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ასევე, ვიშეგრადის ჯგუფთან რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატში მუშაობის მნიშვნელობას და აღინიშნა ვიშეგრადის ჯგუფსა და შავი ზღვის რეგიონის პარტნიორული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობა. მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ორივე ქვეყნის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

,,საქართველოში ყოფნისას პრეზიდენტები საქართველო და პოლონეთის სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობაზე გადასვლაზე შეთანხმდნენ.

დღევანდელ შეხვედრაზე კი, ამ მიმართულებით არსებულ ფორმატებზე ისაუბრეს. პრეზიდენტი დუდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევრო და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ და ის დაჰპირდა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მომავალი სამიტისთვის, ბრუსელში ის ყველაფრით შეეცდება, რომ საქართველოს დღის წესრიგი წინ წაიწიოს'', - აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42