როგორც წერილის ავტორები აღნიშნავენ, ქვეყნის მთავარ დოკუმენტის ირგვლივ კონსენსუსის მიუღწევლობაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ „ქართული ოცნებას“ ეკისრება.
"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ მოქმედმა ხელისუფფლებამ მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის ტემპი შეანელა.
"ვენეციის კომისიამ უნდა იცოდეს რომ საქართველოში ყველა არ ფიქრობს ისე, როგორც საქართველოს მოქმედი ხელისუფლება. ეს კონსტიტუცია ძალიან სერიოზული დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული სახელმწიფო ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით გარკვეული მონიტორინგის ქვეშ იყო, ვენეციის კომისია იყო სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც ამ მონიტორინგის მოხსნის საჭიროებასაც კი ხედავდა. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მინიმუმ ეჭვქვეშ დააყენა ჩვენი ინტეგრაციის ტემპი"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ედპ-ეს ლიდერი ხელისუფლების იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითამც მმართველი პოლიტიკური გუნდი დიალოგის ჩაშლაში ოპოზივიას ადანაშაულებს.
"ხელისუფლების პოზიცია შეიძლება ასე შევაფასოთ - „ჩემი შენ გითხარიო“. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით პრობლემა მას ოპოზიციასთან კი არა ქართველ ხალხთან აქვს, რომელსაც ამ კონსტიტუციით ართმევს უფლებას აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი და 2020 წელს სამართლიან ვითარებაში აირჩიოს ახალი ხელისუფლება. მათ მოატყუეს ქართველი ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა. ოპოზიცია ამ შემთხვევაში შეიძლება ყველაზე ნაკლები პრობლემა იყოს მათთვის, მაგრამ ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ თუ ხელისუფლება მაინც ხელის გადაგრეხვის პრინციპით აპირებს ამ კონსტიტუციის მიღებას დაარწმუნოს იმაში, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა"- განმარტა ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






