"საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართული საზოგადოების ისტორიული მიზანია" - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 18:01, 05 Sep, 2017     916
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო პანელის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და პოლონეთისა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედიონიას პრეზიდენტებთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილი არაფორმალურ ღია დისკუსიაში ჩაერთო, რომლის განხილვის მთავარი თემა ევროპის წინაშე არსებული პრობლემები, გამოწვევები და ევროკავშირის გაფართოების მომავალი იყო. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო - ევროკავშირის დაახლოების პროცესზე და ამ პროცესში ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმის გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე, ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკაზე, მისი გაფართოების მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში რუსეთის როლზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში არსებული ტენდენცია, რომ რუსული აგრესია საქართველოში 2008 წელს დაიწყო, მაშინ როდესაც მან ფაქტობრივად მოახდინა სამხედრო ძალებით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არასწორია, რადგან რუსეთმა აგრესიული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ, იგივე, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჯერ კიდევ 90 - იან წლებში დაიწყო, როგორც კი საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა და ნათლად გამოხატა მის ისტორიულ ოჯახში - ევროპაში დაბრუნების მისწრაფება რუსეთმა საქართველოს დასჯა გადაწყვიტა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეს გადაწყვეტილებები სწრაფად იქნეს მიღებული.

ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა ქართულ-პოლონური პარტნიორობის მიმოხილვას განსაკუთრებული დრო დაუთმო და აღნიშნა, რომ პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთისა ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ევროინტეგრაცის მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია. საქართველოსათვის ევროპული ინტეგრაცია ისტორიულ მიზანს წარმოადგენს, რადგან საქართველო საკუთარ თავს ევროპაში ხედავს, როგორც კულტურული ასევე პოლიტიკური მიმართულებითაც. ქართული საზოგადოებისათვის ევროპული ღირებულებები მნიშვნელოვანია რეფორმების მიმდინარეობის პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტს და ფორუმის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ პოლონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მომზადებული ქართული ანბანის გამოფენა დაეთვალიერებინათ, რომელიც იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42