,,ბუნებრივია, რომ მთავარი თემა მისი გამოსვლის არის სწორედ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ის შესაძლებლობები რაც გააჩნია დღეისათვის საქართველოს და ის თუ რას სთავაზობს საქართველო ევროკავშირს. ეს განიხილება მრავალ განზომილებაში, ეს არის როგორც ეკონომიკური, უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის განზომილება. ანუ ის თუ რისი მიტანა შეუძლია საქართველოს ევროკავშირში, რა სიკეთეების მიღება შეუძლია და საერთო ჯამში რატომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ის ქვეყნები, როგორიც არის საქართველო ევროკავშირში განიხილებოდეს როგორც მისი წევრობის მომავალი კანდიდატი'' - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტი ისაუბრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს უსაფრთხოების კუთხით.
,,როდესაც ასეთი სესიები ეწყობა, აქ ეს ყველაფერი შეგვიძლია განვიხილოთ ერთგვარ მზადებად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის. სწორედ ამიტომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აქ გაჟღერებული გზავნილები იყოს მხარდაჭერილი ისეთი სახელმწიფოების მიერ, როგორიც არის პოლონეთი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთერთი ინიციატორია და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მხარდამჭერია საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის'' - აღნიშნა თენგიზ ფხალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






