ედპ-ს ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, მუშაობა მიმდინარე კვირაში აქტიურად გაგრძელდება. მისივე თქმით, ეხვედრები გაიმართება არასამთავრობო სექტორსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
,,ჩვენ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს სამართლიანი არჩევნების პრინციპი და ეს არჩვნები უნდა ჩატარდეს თანასწორ და კონკურენტულ გარემოში. ეს არის მთავარი მიზანი რაზეც დღეს ერთობლივად მუშაობა 7-8 პოლიტიკური ორგანიზაცია შევთანხმდით, გავმართეთ კონსულტაციები სხვა ორგანიზაციებთანაც, ძირითადად ისინი ვინც აქტიურად იქნებიან ჩართული ამ და მომავალ საარჩევნო კამპანიებში, რომლის მიზანი არის უკვე შეიქმნას ადგილობრივ არჩევნებამდე ინტერპარტიული, საკორდინაციო საბჭო, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება ერთადერთი საკითხი, რომ ხელისუფლებას არ მიცეს საშუალება, გააყალბოს არჩევნები, იქნება ეს ადმინისტრაციული რესურსით თუ კუნთმაგარი ბიჭებით ან კიდევ კანონმდებლობით. ეს არის ჩვენი მთავარი ფუნქცია. ჩვენ დავიწყეთ დღეს ამაზე მუშაობა და გაგრძელდება ამ კვირაში არასამთავრობოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცეს კიდევ შემოუერთდება კიდევ რამდენიმე პარტია“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






