შავნაბადას მთაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენი ჩაერთო - ტრაბზონიდან მეორე ვეტმფრენს ელოდებიან
პოლიტიკა - 15:53, 05 Sep, 2017     1199
ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე გაჩენილ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამმართველოს წარმომადგენლები. დღის განმავლობაში ტრაბზონიდან მეორე ვერტმფრენი ჩამოფრინდება.

,,დილის 6 საათიდან აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ცოტა ხნის წინ სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო სამუშაოებში. სრული შემადგენლობაა მობილიზებული. 400 მეტი ადამიანი ერთდროულად გასულია უშუალოდ ოთხივე ლოკაციაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შემოსულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაყვანა. შესაბამისად, მობილიზებულია სახანძრო მანქანები. როგორც კი მიეცემათ საშუალება და გაიჭრება გზები მანქანები მივლენ უშუალოდ ლოკაციებზე ცეცხლთან. თუმცა ამ ეტაპისთვის უკვე ამოტანილია საკმაოდ დიდი ოდენობის ავზები - ე.წ. პომპები და პორტატიული საშუალებებით მეხანძრეები ებრძვიან ცეცხლს ადგილზე. რაც შეეხება თურქეთის მხრიდან ვერტმფრენის გამოგზავნას, ამ წუთებში ვერტმფრენი იმყოფება ქ. ტრაპიზონში და უახლოეს პერიოდში ჩვენ ველოდებით მის ჩამოსვლას. მუშაობა გრძელდება, წყლის ავზები თავიდან ბოლომდე მოწყობილია, ვერტმფრენებს არ აქვთ წყლის აღების პრობლემა და რაც მთავარია, ეს ლოკაციები არის ახლოს ხანძართან და ვერტმფრენი ძალიან მცირე დროში ახერხებს წყლის აღებას და ლოკაციებზე დაბრუნებას. ქარის ამოვარდნამ ცოტათი შეაფერხა და გაართულა სამუშაოები, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლოსკენ ჩვენ გვექნება შედეგი“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა. ხანძრის კერებთან მაშველთა ჯგუფი გავიდა. ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42