საკონსტიტუციო რეფორმა კონსენსუსის გარეშე - ოპოზიციური პარტიების წერილი ვენეციის კომისიას
პოლიტიკა - 15:17, 05 Sep, 2017     1553
პოლიტიკურმა პარტიებმა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს მორიგი წერილი მიწერეს, სადაც პარტიები ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად ოპოზიციის მზაობისა, შემდგარიყო დიალოგი კონსენსუსის მისაღწევად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მიუღწევლობის პასუხისმგებლობა, სრულად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება.


,,ნიუპოსტი“ პოლიტიკური პარტიების მიერ ვენეციის კომისიისადმი გაგზავნილი წერილის ტექსტს უცველად გთავაზობთ:


საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივი

წერილი

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ჯანი ბუკიკიოს

ძვირფასო ბატონო ბუკიკიო,

ვაფასებთ რა ვენეციის კომისიის დაინტერესებას და მცდელობას, რომ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს კონსტიტუციური კანონის მიღებისათვის საჭირო ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის პირობებში, წინამდებარე წერილზე ხელმომწერ საქართველოს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გვსურს გაცნობოთ შემდეგი :

როგორც თქვენთვის ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოში იმთავითვე დაიწყო ხელისუფლების მიერ დადგენილი იმ პოლიტიკური მოცემულობის პირობებში, რომ მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში უნდა ჩატარებულიყო სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით.

შესაბამისად, მხოლოდ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან და მის ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მსჯელობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში; ასეთი საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციური კანონ-პროექტი შეიმუშავა საკონსტიტუციო კომისიამ და მოახდინა მისი ინიცირება პარლამენტში; ასეთ კანონ-პროექტს ჩაუტარდა საყოველთაო სახალხო განხილვა მთელი ქვეყნის მასშტაბით (რის გარეშეც პროცედურულად არ შეიძლება კონსტიტუციური კანონის მიღება) ; პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ მოგვაწოდა საკუთარი პოზიციები ვენეციის კომისიამ (რომლის თითოეული წერილი თუ დასკვნა იწყებოდა სწორედ იმ პოზიტიური ფაქტის აღნიშვნით, რომ საქართველო გადადიოდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე).

ეს მოცემულობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ერთპიროვნულად და თვითნებურად შეცვალა კონსტიტუციური კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატთა მხოლოდ საკუთარი კონსტიტუციური უმრავლესობის ხმებით, ორი მოსმენით მიიღო კანონპროექტი იმ განსხვავებული მოცემულობით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება არსებული, მაჟორიტარულ - პროპორციული სისტემით, ხოლო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოხდება 2024 წლის არჩევნებისათვის.

მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ, „ქართული ოცნების“ გარდა, არავის არსად არ უმსჯელია; უკვე ორი მოსმენით მიღებული აღნიშნული კანონპროექტისათვის, „ქართული ოცნების“ გარდა, პარლამენტში წარმოდგენილ არც ერთ პოლიტიკურ ძალას მხარი არ დაუჭერია.

სწორედ ამასთან დაკავშირებით მიიღო ვენეციის კომისიისაგან უმთავრესი შენიშვნა საქართველოს ხელისუფლებამ - რომ კონსტიტუციური ცვლილებები უნდა განხორციელდეს მხოლოდ ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის პირობებში.

ვენეციის კომისიის ამგვარი შენიშვნის შემდეგ, ხელისუფლებამ საჯაროდ გამოაცხადა მზაობა შესაბამის სუბიექტებთან დიალოგისათვის.

შექმნილ ვითარებაში, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დიდმა უმრავლესობამ არაერთგზის, მათ შორის ორჯერ ერთობლივი ღია წერილით, მივმართეთ ხელისუფლებას, რომ მზად ვიყავით დიალოგისათვის იმ ერთადერთი საკითხის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას მსჯელობის საგნად უნდა დაებრუნებინა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რაზეც 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ყველა საქართველოში და რაზედაც იმუშავა ვენეციის კომისიამ .

ამასთან აღვნიშნეთ, რომ კონსენსუსის მისაღწევად ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობის იყო ე.წ. ,,გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად, პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის, მათი საარჩევნო შედეგებიდან გამომდინარე, პროპორციულად განაწილების საკითხი და ქვეყნის პრეზიდენტის პირდაპირი, საყოველთაო არჩევის წესის შენარჩუნება (მოცემული საკითხის პლებისციტის მეშვეობით განსაზღვრის შესაძლებლობით).

საქართველოს ოპოზიციურ პარტიათა გარკვეულმა ნაწილმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოხატა მზაობა ხელისუფლებასთან დიალოგისათვის, მიუთითა რა დიალოგის პროცესში მათთვის პრიორიტეტულ შემდეგ საკითხებზე: 2020 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, საარჩევნო ბარიერის და ბლოკების საკითხები და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი.

მიუხედავად საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნათლად გამოთქმული მზადყოფნისა დიალოგისათვის, 2017 წლის 1 სექტემბერს, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ის ვეღარ ხედავს ოპოზიციასთან დიალოგის პერსპექტივას იმ მოტივით, თითქოს ოპოზიციას არ გამოუხატავს რეალური მზაობა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მისაღწევად.

ცხადი გახდა, რომ იმდენად დიდია ხელისუფლების სურვილი, შეინარჩუნოს მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა, დააკანონოს ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ უსამართლოდ, თავის სასარგებლოდ გადანაწილება და გააუქმოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, რომ ამისათვის ის არ ერიდება სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ყოველგვარი თანხმობის გარეშე, კონსტიტუციის ერთპიროვნულად მიღებასაც კი.

ამგვარად, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მიუღწევლობის პასუხისმგებლობა, სრულად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება.

საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მადლობას ვუხდით ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში დახმარებისათვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანას კვლავ მრავალგზის შეუწყობს ხელს დემოკრატიული განვითარების გზაზე.

პატივისცემით :

,,ახალი საქართველო“ - გიორგი ვაშაძე

,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ - ბაქრაძე-უგულავა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია

,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა

,,თავისუფალი დემოკრატები“ - შალვა შავგულიძე

მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ - ნიკა მაჭუტაძე

,,რესპუბლიკური პარტია“ - ხათუნა სამნიძე

,,სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ზურაბ ხარატიშვილი

საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - შოთა მალაშხია

პარტია ,,რეფორმატორები“ - ირაკლი ღლონტი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42