როგორც საკითხის კომენტირებისას ენმ-ს წევრმა თქვა, სასულიერო პირს დანაშაული არ დასტურდება და მამა გიორგი მამალაძე "ტლიკინისთვის" ზის ციხეში.
"გონივრულ ეჭვს მიღმა დამტკიცებული არ არის რომ ეს ციანიდი მას ეკუთვნოდა და მეორეაღნიშნული ციანიდი მას დანაშაულისთვის სჭირდებოდა. ეს მთლიანად დაშლილი,პოლიტიკური საქმეა ამის მიზნები არ ვიცი მაგრამ ეს ადამიანი ევროპაში ციხეში არიჯდებოდა, რადგან მას ვერ დაუმტკიცდა ის, რასაც ედავებიან. ვერ გეტყვით ვის აწყობდა, მესაპატრიარქოს კარის ინტრიგებში მრჩევლად ვერ გამოგადგებით, ფაქტია რომ ეს კაცილაპარაკისთვის, ტლიკინისთვის ზის ციხეში"- აღნიშნა ნიკა რურუამ.
მისი თქმით, საქმის სტრასბურგში გადაგზავნის შემთხვევაში, ევროპული სასამართლომტკიცებულებებს არასაკმარისად მიიჩნევს იმისთვის, რომ ეს ადამიანი 9 წლით გაამწესონციხეში.
"ჯერ ერთი ბოლო მომენტში მოსამართლემ შეუცვალა კვალიფიკაცია, ეს უკვე ძალიან საეჭვოადა რა მუხლიც წარუდგინა იმის მიხედვითაც მას არ ეკუთვნის ციხე იმიტომ რომ დანაშაულისჩადენის ელემენტები არ უმტკიცდება. ორი ინსტანცია წინ არის, შეიძლება განაჩენიშეიცვალოს"- განაცხადა ნიკა რურუამ.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






