ასავალ-დასავალმა საბოლოოდ წააგო დავა მამუკა ხაზარაძესა და თიბისი ბანკთან სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში
პოლიტიკა - 14:46, 05 Sep, 2017     1801
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაზეთ „ასავალ-დასავალს“, ჟურნალისტებსა და რედაქტორს მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე გაზეთის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მან „ასავალ-დასავალსა“ და სარედაქიო კოლექტივს სოლიდარულად დააკისრა მორალური ზიანის სახით საერთო ჯამში 5000 ლარის გადახდა მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ. როგორც თიბისი ბანკში განმარტავენ, აღნიშნული თანხა მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს.

„ასავალ-დასავალი“ გრძელვადიან, მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებდა თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. გამოცემის თითქმის ყველა ნომერში ქვეყნდებოდა ღირსების შემლახველი სტატიები მამუკა ხაზარაძის მიმართ. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას და შესაბამისად, გარდა ფულადი კომპენსაციისა, გაზეთს დაავალა გავრცელებული ცნობების უარყოფა გაზეთის იმავე გვერდზე და იმავე შრიფტით, რა ფორმითაც აღნიშნული ცრუ ინფორმაცია დაიბეჭდა.

ადვოკატი ქეთი ქვარცხავა განმარტავს: „ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ მედიას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისას და მედიის მხრიდან ყალბი ცნობებით პირის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა დაუშვებელია. ეს პრეცედენტი ცხადყოფს, რომ ადამიანის ღირსება, პატივი, ასევე კომპანიის საქმიანი რეპუტაცია დაცულია კანონის ძალით და სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს უფლებები ხელშეუვალია ჩვენს ქვეყანაში.“

ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით: „ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ განსაზღვრა მედიიის პასუხისმგებლობის ფარგლები ინფორმაციის გავრცელებისას და მისი მხრიდან პირის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის დაუშვებელობა ყალბი ფაქტების გავრცელებით.“

დავა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს სასამართლოების სამი ინსტანცია გაიარა. სამივე ინსტანციამ აღიარა, რომ საქმე ეხებოდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42