თბილისში ფიტოსანიტარიის სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციების შეხვედრა მიმდინარეობს
პოლიტიკა - 14:08, 05 Sep, 2017     489
თბილისში მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული სემინარი მიმდინარეობს, რომელშიც ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანია უსაფრთხო საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება და მცენარეთა მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ფიტოსანიტარიული ზომების გაძლიერება.

შეხვედრას ესწრება 18 ქვეყნის 24 დელეგატი, რომლებიც განიხილავენ ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების პროექტებს და ეცნობიან მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, ევროპისა და ხმელთაშუაზღვის მცენარეთა დაცვის რეგიონული ორგანიზაციის აქტივობებს და მონაწილე ქვეყნების გამოცდილებას. სემინარს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება ესწრებიან მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალური მდივანი ჯინიუენ შია და ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO)გენერალური დირექტორი მარტინ ვორდი.

სემინარი სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ გახსნა. მისი განცხადებით, ასეთი წარმომადგენლობითი რეგიონული შეხვედრა საქართველოში პირველად იმართება და მნიშვნელოვანია მცენარეთა დაცვის სფეროსა და მავნებლებთან ბრძოლის საკითხებში გამოცდილების გაზიარებისთვის. “ქართული მხარე ასეთ მასშტაბურ პლატფორმას გამოიყენებს და ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურ თემებზე, მათ შორის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე გაამახვილებს ყურადღებას“-განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე დელეგატებს ინფორმაციას წარუდგენს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, მავნებლებთან ბრძოლის საკითხებში სხვა ქვეყნების გამოცდილება უმნიშვნელოვანესია.

რეგიონული სემინარი მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის სამდივნოს (IPPC), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის, ცენტრალური აზიის ქვერეგიონული ოფისისა და ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის რეგიონული ორგანიზაციის (EPPO) ერთობლივი ძალებით იმართება და ორგანიზებულია სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ჩინეთის სამხრეთ-სამხრეთი თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით (საქართველო ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში (EPPO) 2016 წელს გაწევრიანდა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად).

მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია, რომელსაც 183 ხელმომწერი ქვეყანა ჰყავს, მავნე ორგანიზმების გავრცელებისა და ქვეყნებში შემოჭრის პრევენციისა და კულტივირებული და ველურად მზარდი მცენარეების დასაცავად შეიქმნა. მას საქართველომ ხელი 2007 წელს მოაწერა. დღეისათვის მიღებულია ფიტოსანიტარიული ზომების 41 საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ინერგება კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების მიერ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42