უკრაინამ საქართველოსგან მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო
პოლიტიკა - 13:55, 05 Sep, 2017     5486
უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის სერგეი პეტუხოვის განცხადებით, უწყებამ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან სააკაშვილის დაკავების და ექსტრადირებასთან მოთხოვნა მიიღო. ამის შესახეხებ პეტუხოვმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„უკრაინამ მიიღო მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე, დაკავებასა და ექსტრადირებაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის ადრესატი უკრაინის იუსტიციის სამინისტრო და გენერალური პროკურატურა იყო“- განაცხადა პეტუხოვმა.

მისი თქმით საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი ინფორმაციი თანახმად, სააკაშვილის წინააღმდეგ 4 სისხლის სამართლებრივი საქმეა აღძრული. 182-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. 333-ე და117-ე მოხელის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ძალადობის ან იარაღის გამოყენებით. 332-ე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებისთ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოგზავნილი მოთხოვნა შეიცავს გარანტიებს, რომ სააკაშვილს არ დაეკისრება სხვა პასუხისმგებლობა, გარდა მოთხოვნაში არსებული მუხლებისა და ის არ იქნება გადაცემული მესამე სახელმწიფოსთვის უკრაინის თანხმობის გარეშე.

სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს. მიუხედავად ამისა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ამჟამად უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს მაინც აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42