​საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება
პოლიტიკა - 09:46, 05 Sep, 2017     1120
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში 27-ე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აღმოსავლეთის ინსტიტუტის ორგანიზებით 5-7 სექტემბერს კრინიცა-ზდრუიში ჩატარდება.

ფორუმის პირველი პლენარული სესია 5 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას სახელმწიფოთა მეთაურები და სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.
გიორგი მარგველაშვილი ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთობის მნიშვნელობაზე, ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მისი გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით კი, გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შედეგებზე ისაუბრებს და იმ შესაძლებლობებს განიხილავს, რასაც საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს სთავაზობს აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში.
ეკონომიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილი ქართულ-პოლონური პარტნიორობის თაობაზეც ისაუბრებს და უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისა და საქართველოსათვის პოლონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს.
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ არაფორმალური, ღია დისკუსია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას გიორგი მარგველაშვილი მიიღებს.

27-ე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში საქართველოს ელჩთან ილია დარჩიაშვილთან ერთად კრინიცაში ქართულ საღამოზე ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლებს, რომელზეც ქართული პროდუქცია გამოიფინება, მათ შორის ქართული ღვინო და ქართული ტრაციციული ტკბილეული.
ქართულ საღამოზე ასევე გამოიფინება ,,ვეფხისტყაოსნის'' პოლონური თარგმანის ახალი გამოცემა.

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის ეკონომიკურ ფორუმს დელეგაციასთან ერთად დაესწრება, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42