ხანძარი ხულოში - ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ტყეში დილიდან დაიწყო გზის გაჭრა, რომლის მეშვეობითაც ხანძრის კერებამდე შესაბამისი ტექნიკა უნდა მიიყვანონ. სამუშაოებში 500-მდე მეხანძრე-მაშველი იღებს მონაწილეობას. ადგილზე ავიაციის ჩართვას ელოდებიან:
„მეხანძრეები უკვე გასულები არიან ოთხივე ლოკაციაზე. დაიწყო მუშაობა, ამავდროულად ამოსულია მძიმე ტექნიკა, დაიწყო გზის გაყვანა. ჩამოფრინდება ვერტმფრენი, უკვე მომზადებულია რეზერვუარები. შესაბამისად, სახანძრო მანქანებისთვისაც გაკეთებულია შესაბამისი რეზერვუარები წყლის. ვფიქრობ, დღის მეორე ნახევარში გვექნება კარგი სურათი. ამავდროულად, გუშინ ღამით ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება თურქულ მხარესთან და დიდი ალბათობით, დამატებით თურქეთიდან შემოფრინდება მეორე ვერტმფრენიც,“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






