ავტომობილების ტექდათვალიერება - რა გეგმები აქვს კახა კალაძეს
პოლიტიკა - 20:55, 04 Sep, 2017     4475

მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში, ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაციაზე, ეკოლოგიურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება, რაც გამოწვეულია გაუმართავი ტრანსპორტით გამონაბოლქვით, მშენებლობების და გრუნტის მტვერით.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას, გამკაცრდება მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები, უზრუნველყოფილი იქნება გრუნტის ეტაპობრივი დაფარვა შესაბამისი საფარით და ჩამოყალიბდება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება დაბინძურების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები.

კახა კალაძემ ზოოპარკის ტერიტორიის, მზიურის, ვაკის პარკის, მუშტაიდის პარკის და სხვა მწვანე სივრცეების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა:

„თბილისში 1400-მდე პარკი და სკვერია, რომლებსაც მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება და ამას აუცილებლად მოვახერხებთ. თითოეულ მათგანში შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც დროის გატარება ყველასთვის სასიამოვნო იქნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დენდროლოგიური პარკის აღდგენასა და კეთილმოწყობას. ეს პარკი დაახლოებით 200 ჰექტარზეა გადაჭიმული, თუმცა იქ არსებული სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა. გპირდებით, რომ ეს ადგილი თბილისისა და თბილისელებისთვის ძალიან მალე იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დასვენების ადგილი“ - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, მოწესრიგდება ნაგავსაყრელები და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდება ნარჩენების გადამუშავების პროექტი. მკახა კალაძე აღნიშნავს, რომ ასევე, ითანამშროლებს გარემოს დაცვის სამინისტროსთან და იზრუნებს მტკვრის დაბინძურების პრევენციაზე და რეკრეაციული დანიშნულებით მის გამოყენებაზე.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა პროგრამული ხედვის ფარგლებში, შვიდი ძირითადი მიმართულება გამოყო. კერძოდ, ურბანული განვითარების პოლიტიკა; სატრანსპორტო პოლიტიკა; ეკოლოგიური პოლიტიკა; ეკონომიკური პოლიტიკა; განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა; სოციალური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა.

კახა კალაძის პროგრამული ხედვის პრეზენტაციას, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა, მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42