,,ვიმუშავებთ იმაზე, რომ თბილისელების გადაადგილება საქართველოში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს” - კალაძე
პოლიტიკა - 20:35, 04 Sep, 2017     1231
თბილისის მერია იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ დედაქალაქის მოსახლეობის გადაადგილების უზრუნველყოფა საქართველოში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეიქმნება ქალაქის სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც თბილისის ურბანულ განვითარებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„დღეს სამწუხაროდ, კონკრეტულ რაიონებში არსებობს უბნები, სადაც არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. განისაზღვრება ახალი სატრანსპორტო დერეფნები და გაფართოვდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო სქემა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. ის უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ პოპულარულიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განხორციელდება მეტროს რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები, არსებული მეტროსადგურების რეკონსტრუქცია. დაიგეგმება მეტროს ახალი ხაზების განვითარება.

კახა კალაძის განცხადებით, ასევე, თბილისის ავტობუსისა და მიკროავტობუსების პარკი თანამედროვე ტიპის კომფორტული ავტობუსებით განახლდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში, ძალიან დიდი რაოდენობის ავტობუსების შეძენა მოგვიწევს, ვიმუშავებთ იმაზე, რომ ამ ავტობუსების აწყობა-წარმოება საქართველოში მოვახერხოთ და თბილისელების გადაადგილების უზრუნველყოფა ქვეყანაში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ საცობებსა და ცენტრალური უბნების გადატვირთვასთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, სპეციალური პროგრამა ამუშავდება.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა მუდმივ რეჟიმში მოხდება.

„გარდა ამისა, განხორციელდება მასშტაბური საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტები; მოწესრიგდება პარკირების სისტემა; მოეწყობა მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგის ინფრასტრუქტურა; ამოქმედდება ჯარიმების სამართლიანი სისტემა. მერიას ამ მიმართულებით აქვს ნამუშევარი, ჩატარებულია კვლევა და უკვე გვაქვს სრული სურათი, თუ რამდენი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი უნდა განხორციელდეს თბილისში. არჩევნების შემდეგ ამ პროექტის განხორციელებისთვის მუშაობას აუცილებლად დავიწყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის, რომ სამომავლოდ, პარკირების მომსახურება უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42