საქართველოსა და ბელორუსის საგარეო უწყებებმა თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი
პოლიტიკა - 19:36, 04 Sep, 2017     1030
2018-2019 წწ-სთვის ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტს ქ. მინსკში ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ.

ხელმოწერის დასრულების შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფრენციაზე მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს კიდევ უფრო აქტიურ ურთიერთთანამშრომლობას უწყებებს შორის, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი მიმართულებით, ასევე ინფორმაციების გაცვლისა და დიპლომატური კადრების მომზადების სფეროში.

ხელმოწერის ცერემონიამდე გაიმართა მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით. ორივე ქვეყნის საგარო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოსა და ბელორუსს შორის ბოლო წლებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, რასაც დამატებითი ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლამ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექტორალური თანამშრომლობის საკითხებს და ამ კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს. მინისტრები მიესალმნენ სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობას და სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას, მიმდინარე წლის მხოლოდ 7 თვის მონაცემებით ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 25% არის გაზრდილი. როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა აღნიშნა საქართველო ავითარებს და დღითიდღე მომზიდველი ხდება თავისი რეგიონალური სატრანზიტო ფუნქციებით და ამ მიმართულებით არსებული ინფრასტრუქტურული თუ ენერგეტიკული პროექტები შესაძლოა საინტერესო იყოს ბელარუსისთვის. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველო და ბელორუსის ეკონომიკური თანამშრომლობა სარგებელის მომტანია არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ იგი მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს რეგიონის განვითარებისა და სტაბილურობისთვის. ბელორუსის მხარემ გამოხატა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს თბილისში ნოემბერში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმში და გამოთქვა დაინტერესება მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს თბილისთან ამ მიმართულებით.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ბელორუსის ბიზნეს წრეების საქმიანობა, რომლის შედეგადაც ორივე ქვეყანაში იზრდება ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი.

სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთა შორისი ურთიერობების პარალელურად აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბელორუსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და გაცნო კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ბოლო განვითარებები. მინისტრებმა ხაზი გაესვა საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთმხარდაჭერას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე თანამშრომლობის საკითხებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში. აღინიშნა, რომ ინიციატივა კარგ შესაძლებლობებს იძლევა როგორც მასში ჩართული ცალკეული ქვეყნების განვითარებისთვის, ასევე ერთიანი პლატფორმით სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის. ამ კუთხით მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირია ინიციატივის "20 deliverables for 2020" შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებას. 24 ნოემბრის „აღმოსვალეთ პარტნიორების“ სამიტზე საუბრისას აღინიშნა, რომ სამიტმა ახალი იმპულსი უნდა შესძინოს პარტნიორობას და ხელი შეუწყობს პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაძლიერებას. როგორც მინისტრმა აღნიშნა პარტნიორობა მიმზიდველი უნდა დარჩეს მონაწილეთა ინტერესებისა და ამბიციების გათვალისწინებით.

მინისტრებმა განსაკუთრებული კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები, რისი დასტურიც არის ქ. მინსკში გამართული თბილისობის დღესასწაული, რაც ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს. თავის მხრივ ქართულმა მხარემ გამოხატა დიდი დაინტერესება და მოლოდინი საქართველოში მიმდინარე წლის ნოემბერში ბელორუსის კულტურის დღეებისადმი, რომლის დროსაც დაგეგმილია საქართველოში ბელარუსის კულტურის მინისტრის ვიზიტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42