იუბილარი პრეზიდენტი უსახელო მწვერვალზე ავიდა (ფოტო)
პოლიტიკა - 16:53, 04 Sep, 2017     2626
საქართველოს პრეზიდენტმა 79 წლის მწვრთნელთან ლევ სარქისოვთან ერთად ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილი ექსპედიციის მონაწილეებთან ერთად ყაზბეგში, გუდაურის მახლობლად უსახელო მწვერვალზე ავიდა და ახალი მარშრუტი შეადგინა.

უსახელო მწვერვალს საქართველოს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება. მისი სიმაღლე 3170 მეტრია. მთაში გასვლა საქართველოს კონსტიტუციის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა, ბორჯომის ხანძრის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზეიმო ღონისძიებებთან ერთად აღნიშნული აქტივობაც გადაიდო.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ მწვერვალის სახელდება ყოფილიყო დაკავშირებული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანთან, საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც უნდა იყოს ყველას იარაღი, ყველას მიერ გამოყენებული წიგნი. ამიტომ შეირჩა არა განსაკუთრებულად რთული მწვერვალი, არამედ მარტივი, რომელსაც აქვს თავის საოცარი სილამაზე, იქით ჩანს მყინვარწვერი, იშლება არაჩვეულებრივი პანორამა. სახელს დავარქმევთ საქართველოს კონსტიტუციას და იმედი მაქვს, რომ ბევრი ალპინისტი, ტურიუსტი თუ სპორტული ადამიანი, რომელსაც სამთო გამყოლი ეყოლება აქ ამოვა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი ექსპედიციაში ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან და საერთაშორისო მდივანთან თენგიზ ფხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

79 წლის ინსტრუქტორი ლევ სარქისოვი არა ერთი ქართველი ალპინისტის მასწავლებელია, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის და ეროვნული უშიშრობეის საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის მწვრთნელი იყო.

ლაშქორაბში პრეზიდენტთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სათავგადასავლოს ტურიზმის სკოლის სამთო გამყოლებიც იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42