,,ჩვენ კარგად ვიცით თუ საიდან იღებს სათავეს კაცობრიობა“ - ლუკაშენკო საქართველოზე
პოლიტიკა - 15:38, 04 Sep, 2017     4805
ქ. მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის მრავალწლიანი გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები.

ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ბელარუსის მხრიდან საქართველოსადმი არსებულ გამორჩეულ დამოკიდებულებას და მეგობრობას.

"თქვენთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი პატივისცემა ქართველი ერის მიმართ. ჩემი პირადი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ყოველთვის ვოცნებობდი ამ უმშვენიერესი ქალაქის მონახულებას. საბედნიეროდ ჩემი ოცნება ახდა და ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული შთაბეჭდილებით. ის ნადვილად შეესაბამება საქართველოს შესახებ მოსმენილსა და ნამღერს.

ქართველები ჩვენი მოძმე ერია, ჯერ კიდევ საბჭოთა დრომდე პერიოდში და უშუალოდ საბჭოთა კავშირის პერიოდშიც. ბევრი თქვენი თანამემამულე და ჩვენი ძმა დაიღუპა დიდი სამამულო ომის პერიოდში ბელორუსიაში ბრძოლის და ბელორუსიის განთავისუფლების დროს. ჩვენ ეს კარგად გვახსოვს. რომელი ხსოვნის მემორიალიც არ უნდა მოინახულოთ, თქვენ მასზე აუცილებლად ნახავთ ქართულ გვარს და ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ამ ხსოვნას, ვუფრთხილდებით აღნიშნულ მონუმენტებს და ვუვლით მათ. ჩვენ მოწიწებით ვეპყრობით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ხოლო მიუხედავად დისტანციისა ჩვენს ერებს ისტორიის არაერთი საერთო ფურცელი დაუწერია.

ჩვენთვის ცნობილია, რომ დიდმა ქართველმა ერმა და მისმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების და მათ შორის ჩვენი კულტურის განვითარებას. ჩვენ ასევე კარგად ვიცით თუ საიდან იღებს სათავეს კაცობრიობა პლანეტის ამ ნაწილში და სწორედ ამიტომ ამ ყველაფერს ჩვენ სათანადო პატივს მივაგებთ"- განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ საქართველოს ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას.

მისი განცხადებით ორი ქვეყნის ისტორიული კავშირები მხარეებს უბიძგებს შეინარჩუნონ და განავითარონ მჭიდრო ურთიერთობები. როგორც ბელარუსის პრეზიდენტის, ასევე საქართველოს ვიცე-პრემიერის მხრიდან აღინიშნა, რომ ორმხრივმა თანამშრომლობამ ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლამ.

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის პრეზიდენტს საქართველოსთვის კრიტიკულ მომენტში - ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს პირადად მისი მხარდაჭერისა და ბელარუსი მაშველების თავდაუზოგავი საქმიანობისთვის. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა ბელორუსის მიერ გაწეული დახმარება იყო სამაგალითო, რასაც ქართველი ერი არ დაუვიწყებს ბელარუს მეგობრებს.

პრეზიდენტმა და ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოსა და ბელარუსს შორის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული პოზიტიური და კონსტრუქციული ურთიერთობები. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბელარუსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას ბელარუსის პრეზიდენტი და ვიცე-პრემიერი მიესალმნენ სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობის ინტენსიფიკაციას და სავაჭრო ბრუნვის პოზიტიურ დინამიკას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ორი ქვეყნის ეკონომიკას აქვს დიდი პოტენციალი ურთიერთსასარგებლო როლი ითამაშონ ქვეყნების განვითარებაში.

"თქვენ ჩვენ ძალიან გვჭირდებით, ისევე როგორც თქვენ გჭირდებით ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკები ერთმანეთს არ უწევენ კონკურენციას, არამედ ავსებენ ერთმანეთს. საქართველო აწარმოებს ბელარუსისთვის საჭირო პროდუქციას, ხოლო ბელარუსი თქვენთვის საჭირო პროდუქციას"- აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველო და ბელარუსის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის აქტიურ მუშაობას.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა დარგობრივი მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის ბელარუსის გამოცდილების გაზიარებას სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების, მანქანათმშენებლობის და სხვა მიმართულებით. დადებითად შეფასდა საქართველოში პირველი ერთობლივი ქართულ-ბელარუსული საწარმოს დაფუძნება და ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა სრული მზაობა მომავალშიც ხელი შეუწყოს ერთობლივ სამეწარმეო საქმიანობას.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებული ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები. ამის დასტურად ბელარუსის პრეზიდენტმა ქ. მინსკში უკვე ტრადიციად დამკვიდრებული თბილისობის დღესასწაული მოიყვანა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მ.წ. 2 სექტემბერს ღონისძიებას 50 ათასზე მეტი სტუმარი ეწვია. საქართველოს ვიცე-პრემიერი თავის მხრივ მიესალმა 2018 წელს თბილისში ბელარუსის კულტურის დღეების გამართვას. მიხეილ ჯანელიძემ ასევე კმაყოფილებით აღნიშნა ბელორუსი ტურისტების რაოდენობის ზრდა საქართველოში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები მომავალშიც ხელს შეუწყობენ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42