კომპანია „სილქნეტმა“„თიბისი კაპიტალთან“ ერთად 34 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა
პოლიტიკა - 15:35, 04 Sep, 2017     1523
„თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „სილქნეტის“ ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა. ობლიგაციების მოცულობა 34 მილიონი ლარია. საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პირველად მოხდა კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვება.

„სილქნეტის“ ობლიგაციების ვადა 5 წელია. წლიური კუპონი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3.5%-ია. ობლიგაციები საქართველოში არსებულმა ბანკებმა შეიძინეს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორს და წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტს საქართველოში მსხვილი ემისიის განხორციელებაში დავეხმარეთ. აღნიშნული ემისია კომპანიის ზრდას და შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ.

„ამ ნაბიჯით საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცეში „სილქნეტის“ სახით ჩნდება ფინანსურად სრულიად გამჭვირვალე მოთამაშე და ამავე დროს კაპიტალის ბაზრისთვის მიმზიდველი კომპანია. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით და მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობას გვიწევს ისეთი საფინანსო ინსტიტუტი, როგორიც „თიბისი კაპიტალია“. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ „სილქნეტია“ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ის ქართული კომპანია, რომელმაც პირველმა გამოუშვა ლარში ობლიგაციები, “_ განაცხადა კომპანია „სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა ილია ენუქაშვილმა.

„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საინვესტიციო საბანკო ბიზნეს საქმიანობას ეწევა. „თიბისი კაპიტალი“ კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს საკონსულტაციო, კვლევით და საბროკერო მომსხურებას.

სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის. კომპანიას FITCH-ის მიერ მინიჭებული აქვს B+ რეიტინგი.

„სილქნეტი“ 2017 წლის 6 თვის მონაცემებით (gncc) საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის 41% ფლობს, მაუწყებლობის ტრანზიტზე (IPTV) ბაზრის 30% - ს, ხოლო ფიქსირებული სატელეფონო ქსელით მომხმარებელთა 48% ემსახურება.

კომპანიაში დასაქმებულია 1600-ზე მეტი სპეციალისტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42