აზერბაიჯანის ფაქტორი თუ მოსკოვის მხრიდან ზეწოლა - რატომ არ იღებს სომხეთი Agile Spirit 2017-ში მონაწილეობას
პოლიტიკა - 15:18, 04 Sep, 2017     2572
რუსეთის მიმართ შიში, ზეწოლა მათი მხრიდან ასევე არ გამოირიცხება ისიც, რომ სომხეთმა «Agile Spirit 2017»-ში მონაწილეობაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც აღნიშნულ წვრთნაში აზერბაიჯანის მონაწილეობის შესახებ გაიგო. ამ ვერსიებზე სომეხმა პოლიტოლოგმა სტეფაბ საფარიანმა სომხურ მედიასთან ისაუბრა.

საფარიანი ყველაზე დამაჯერებლად ის ვერსია მიაჩნია, რომ სომხეთმა უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც წვრთნებში მონაწილეობაზე განაცხადი აზერბაიჯანმა შეიტანა.

„რა თქმა უნდა, თავდაცვის უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს თუ რა შემთვევასთან გვაქვს საქმე. ერთი რამ ცხადია, თუ არ მონაწილეობდნენ, ე.ი თავიდანვე არ მონაწილეობდნენ. თუ მონაწილეობა დადასტურებული იყო და ბოლოს გააუქმეს, მაშინ მესამე ვარიანტია. გავიხსენოთ რომ წინა შემთხვევაზე აზერბაიჯანი არ იღებდა მონაწილეობას და იღებდა სომხეთი. გავიხსენოთ ისიც, რომ ჩვენ გვაქვს NATO-ს ერთობლივი მონაწილეობის საკმაოდ სამწუხარო გამოცდილება- გურგენ მარგარიანის სასტიკი მკვლელობა, რამდენადაც არ უნდა დაგმოს ნატომ ეს ფაქტი, მე ოდნავადაც არ ვფიქრობ, რომ ამის შემდგომი მოვლენები სომხეთის რაიმე ნუგეში იყო. მე ვთვლი რომ ჩვენებმა უარი აზერბაიჯანის მონაწილეობის გამო თქვეს.“- განაცხადა პოლიტოლოგმა. ამ ვერსიის გარდა საფარიანი არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ ზეწოლას რუსეთის მხრიდანაც ქონდა ადგილი:

„შეიძლება ერევანმა თავი თავად შეიკავა, შეიძლება მოსკოვმა როგორღაც მიანიშნა, რომ სომხეთის მონაწილეობა არასასურველი იყო. ესეც სავარაუდოა, მას შემდეგ რაც ტრამპმა 2 აგვისტოს სანქციებს მოაწერა ხელი“- აღნიშნა საფარიანმა.

საერთაშორისო სწავლება „Agile Spirit 2017“ ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ოფიციალურად დღეს გაიხსნა. წვრთნები საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით იმართება. სამხედრო სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება. სამხედრო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით ტარდება. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42