სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, არტაკ ზაკარიანის განცხადებით, სომხეთს ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მიმდინარე წვრთნებში - "Agile Spirit 2017". ამის შესახებ ზაკარიანმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ვერ გეტყვით, რატომ მოხვდა სომხეთი წვრთნების მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალში. სომხეთის შეიარაღებულ ძალებში არასდროს უთქვამთ, რომ სომხეთი ამ წვრთნებში მიიღებდა მონაწილეობას. ჩვენს გეგმებში გარკვეული ცვლილებები მოხდა" - განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, არ იცის, ქართული წყაროები რატომ ამტკიცებენ, რომ სომხურმა მხარემ სწვალებაში მონაწილეობაზე უარი ბოლო მომენტში განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ის, რომ საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში სომხეთი არ მონაწილეობს, არ უკავშირდება აღნიშნულ წვრთნებში აზერბაიჯანის მონაწილეობას.
„არავითარი პრობლემა არ არსებობს. NATO იყო, არის და იქნება ჩვენი პარტნიორი. ჩვენ სრულფასოვანი პარტიონები ვართ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის , რომელიც ჩვენ უსააფრთხოების მთავარ „ქოლგად“ რჩება“ - განაცხადა ზაკარიანმა.
წვრთნები სახელწოდებით Agile Spirit 2017 საქართველოში 3 სექტემბერს დაიწყო. მასში საქართველოს, გარდა ამერიკელი, რუმინელი, ლატვიელი, ბულგარელი, აზერბაიჯანელი და უკრაინელი სამხედროები მონაწილობენ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომეხი სამხედროები წვრთნების გახსნის ცერემონიალზე არ გამოცხადდნენ, თუმცა როგორც მინისტრის მაოდგილე ხსნის, სომხეთს წვრთნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება, არც არასოდეს გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები






