საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის უკრაინაში არ შეუშვას. ამის შესახებ განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა „კურიერთან“ ინტერვიუში გააკეთა.
“ევროპის პარლამენტის წევრებთან აქ ბოლო კვირები სულ მაქვს ურთიერთობა, პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის სიტუაცია, რომელიც ჩემს გარშემო შეიქმნა, უკრაინაში მე ვარ ერთ-ერთი ყველაზე მსწრაფლ მზარდი პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ისინი ხელოვნურად ცდილობენ ჩამომაშორონ პოლიტიკურ საქმიანობას. საქართველოში სიტუაცია ვითარდება ასევე ძალიან სწრაფად, ოლიგარქები ყველგან ჩვენი მტრები არიან და ოლიგარქები ახლა ყვლეგან არიან მორყეულები. ამ მომენტის გაშვება არ შეიძლება არც ქართული ოპოზიციისთვის და არც ჩვენი მხარდამჭერებისთვის საქართველოში და არც ჩვენი მხარდამჭერებისთვის უკრაინაში. უკრაინის დიასპორა, ისევე როგორც ქართველები უცხოეთში მასობრივად მიჭერენ მე მხარს. ეს მახარებს, რადგან ეს არის უკრაინის საზოაგდოების ყვეალზე წინ წასული ნაწილი.
უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინაში არ გადავიდე, საზღვარი გაამაგრეს, ჩამოიყვანეს ბრონიტექნიკა, მავთულხლართები დააყენეს, პირველად ხდება ასეთი რამე ისტორიაშსი, საბჭოთა კავშირის დროსაც არ ხდებოდა ასეთი რამ, ეს აჩვენებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ მათ ჩემი ძალიან ეშინიათ, გაუჭირდებათ არშეშვება და ეს იქნება დიდი ზარალი მათთვის, ჩემი გეგმა არის ერთი, შესვლა და საქმის ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა სააკაშვილმა „კურიერთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






