"დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე არჩევნებში მასთან დაახლოებული ძალოვანი სტრუქტურებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოსაყენებლად ემზადება...“- ამბობს მერობის კანდდატი „კვირის პალიტრასთან“.
მისი თქმით, ყველა კვლევა აჩვენებს რომ კალაძე პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვებს.
„მარტივია - კალაძე გვიმტკიცებს, პირველივე ტურში გავიმარჯვებო, არადა, ყველა კვლევის მიხედვით, მეორე ტური უნდა დაინიშნოს. როგორ უნდა მოახერხოს კალაძემ პირველივე ტურში გამარჯვება, თუ სწორედ ძალოვან სტრუქტურებსა და ადმინისტრაციულ რესურსს არ გამოიყენებს?! მხოლოდ ეს ორი ფაქტორია მისი იმედი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თბილისელები დიდი ხანია აცნობიერებენ, რომ თბილისის ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ ძალოვანი სტრუქტურები, უფრო კონკრეტულად კი-სუს-ი უქმნიდა. შესაბამისად, თუ კალაძე თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას შეეცდება, თბილისელები ამას არ შეეგუებიან" - განაცხად შერგელაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






