თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო წინასასამართლო სხდომა გადაიდო. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა, გამოძიება აბესაძეც კორუფციაში ადანაშაულებს.
აბესაძის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, სხდომის გადადება თავად ბრალდებულმა მოითხოვა:
"ოთარ აბესაძე სწორედ მაშინ გახდა ცუდად როდესაც, ბრალდებამ წარადგინა მტკიცებულებები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ არის სახარბიელო. შემიძლია გითხრათ, რომ პერსონალური მონაცემებში სწორედ ამას ვგულისხმობთ -ანუ მონაცები ეხება მის ჯანმრთელობას, სხვა დეტალებს ვერ გეტყვით. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე თავად ოთომ ითხოვა სხდომის გადადება, ხვალ დავაყენებთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობას. ეს შუამდგომლობა სწორედ იმ მონაცემებს ეყრდნობა, რომლის გამოც მოვითხოვეთ სხდომის დახურვა", -განაცხადა გელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






