პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თბილისის მერობის კანდიდატია. მისი კანდიდატურა პარტიამ დღეს წარადგინა:
„ვფიქრობ, მართალც მნიშვნელოვანია, რომ ახლებურად შევუდგეთ მუშოაბას, საქართველოს გერბზე გამოსახულია სიტყვები „ძალა ერთობაშია“. ჩვენ რატომღაც ვერაფრით ვახდენთ ამ ერთიანობას, ვერ ვახერხებთ გაერთიოანებას, სამწუხაროდ ჩვენი მტერი ახლოს არის, რომელიც სარგებლობს ამ დაპირისპირებით, მთავარი საკითხია, რომ ნაცვლად ერთობისა დაპირისპირებას ვანდომებთ მთელ დროს, ვართ გადასული ამ პროცესში, ამ დაპირისპირებამ გამოგვფიტა, რამდენად დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ, ვგავართ იმ მებროძოლს რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, იქნება ეს ბრძოლა როგორმე დასრულდეს, რატომ ვერ ვერთიანდებით? რატომ ვერ ვახდენთ კონცენტრირებას გამარჯვებაზე? იმიტომ, რომ არ გვაქვს საერთო მიზანი, არ გვაქვს ზემიზანი, რისთვისაც ერთმუშტად შეკრულები მივაღწევთ გამარჯვებას. არ გვაქვს ზემიზანი, რომელიც შეგვკრავს, რომელიც წარმატებას მოუტანს სახელმწიფოს, აქედან გამომდინარე გვსურს შემოგთავაზოთ ეს მიზანი - საქართველო მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოთა შორის, ხოლო თბილისი ძლიერ ქალაქებს შორის. ეს უნდა იყოს მიზანი, რისთვისაც თითოეული ჩვენგანი ვიბრძოლებთ. მოდით გავერთიანდეთ ჩვენი ზემიზნის გარეშემო. თანამდედროვე გლობალური სამყარო დიდ გამოწვევებსა და დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს, მაგრამ გადარჩება ის, ვინც ძლიერია, დღევანდელი ჩვენი მდგომარეობით, სამწუხაროდ წარმატებას ვერ მივაღწევთ. საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული როლი ძლიერ ქვეყანათა შორის, ასეთ შემთხვევაში აუცლებლად შევძლებთ წარმატების მიღწევას და გაერთიანებას, მე მჯერა იმ ისტორიისა და გამოციდლების, რომელიც საქართველოს აქვს. მივცეთ საქართველოს სრულიად ახალი შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






