"ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგი ქვეყნის შიგნით გადასაწყვეტი პროცესია, მასში ვენეციის კომისია ვერ ჩაერევა"- ფრუიძე
პოლიტიკა - 11:32, 04 Sep, 2017     1646
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვა სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს მოხდება.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირინა ფრუიძე აცხადებს, რომ აკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებისას, არსებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
“ოპოზიცია ულტიმატუმის ენით გველაპარაკება. ამ ენით საუბრის შემთხვევაში, ჩვენ დიალოგზე ვერ ვილაპარაკებთ. დიალოგი არის იმ შემთხვევაში, როცა ორივე მხარე მზადაა, დათმობებზე წავიდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ოპოზიციისგან ეს მზაობა ვერ დავინახეთ. ეს რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურულია. უმრავლესობამ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა. თავიდანვე იყო განცხადება გაკეთებული, რომ ჩვენ კონსტიტუციის პროექტს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შევიმუშავებდით. ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არის დემოკრატიული და მაღალი სტანდარტების მქონე.
ვენეციის კომისია ინტერესდება, რამდენად სწორი, დემოკრატიულია კონსტიტუცია და რამდენად უწყობს ხელს ქვეყნის ხანგრძლივვადიან დემოკრატიულ განვითარებას. ვენეციის კომისიის პირვანდელ ვარიანტში ასახულია, რომ კონსტიტუციის შემოთავაზებული ტექსტი ყველა საერთაშორისო სტანდარტებში ჯდება. რაც შეეხება ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგს, ეს ქვეყნის შიგნით გადასაწყვეტი პროცესია და ამაში ვენეციის კომისია ვერ ჩაერევა“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42