ლევან დავითაშვილი სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო
პოლიტიკა - 12:01, 04 Sep, 2017     1448
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას სამეგრელოს რეგიონში გაეცნო.

მინისტრმა სიმინდის და თხილის ფართობები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია ფერმერებისგან პირადად მოისმინა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოც მოინახულა.

“აზიური ფაროსანა რთულად დასამარცხებელი მავნებელია. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა ვებრძოლოთ მავნებელს. სახელმწიფოს აქვს მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსახლეობაც მზად არის აქტიურად ჩაერთოს მავნებელთან ბრძოლის პროცესში. პირველ ეტაპზე მავნებლის საწინააღმდეგოდ დამუშავდა თხილის ფართობები და თანმიმდევრულად ჩატარდება სხვა კულტურებშიც. ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება რათა მომავალი წლისთვის მავნებლის პოპულაცია შევამციროთ“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სახელმწიფოს მიერ გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა მიაწოდეს. მავნებელთან ბრძოლოს პირველ ეტაპზე 53 ათასამდე ჰექტარი თხილის ფართობი შეიწამლა. ღონისძიებების მეორე ეტაპზე კი 20 ათასამდე ჰექტარია უკვე დამუშავებული და სულ 50 ათასამდე ჰექტრის შეწამვლაა დაგეგმილი. ქიმიური წამლობა მიმდინარეობს ზუგდიდის, სამტრედიის, აბაშის, ხობის, მარტვილის, სენაკის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში. რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. მავნებლის გავრცელების კერებში ინტენსიურად მუშაობს 7 ერთეული ამერიკული თერმული ნისლის გენერატორი, 6 ერთეული იტალიური სამანქანე შემასხურებელი და 2 იტალიური სატრაქტორო აგრეგატი.საკარმიდამო ნაკვეთები და ნათესი ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აგრეთვე ჩართულია მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი,რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტარი სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია. მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი და ფართობებში ყოველ 50 მეტრში დამონტაჟებულია მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგები. ზუგდიდში სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობაში შექმნილია მავნებელთან ბრძოლის დროებითი შტაბი.

სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად რეგიონში შექმნილ ვითარებას გაეცნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური ოფისის დირექტორის მოადგილე შამენა გალი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო ზემო სვანეთში ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ღონისძიებები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს. უცხოელი ექსპერტების შეფასებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და ლოკალიზებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არა სახელმწიფოს ჩართულობა მავნებელთან ბრძოლის პროცესში, შედეგი იქნებოდა გაცილებით მძიმე. სხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და მომავალშიც გაგრძელდება. უმნიშვნელოვანესია მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით თავად ფერმერების აქტიურობა და ქიმიურ წამლობასთან ერთად მექანიკური ღონისძიებების ჩატარებაც.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42