თუმცა, შესაძლოა ნომრების სკანდალი კიდევ უფრო გამწვავდეს, ამჯერად, ნიუპოსტის ინფორმაციით, მესამე ნომერზე მოთხოვნა ცეტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში აკაკი ასათიანის ,,ტრადიციონალისტთა კავშირმა“ შეიტანა. ეს ის მესამე ნომერია, რომელსაც უკვე ფლობს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გართიანება და რომელი ნომრითაც თბილისის მერობაზე კენჭისყრას, ბურჯანაძესთან ბლოკში შესული, კახა კუკავა გეგმავს.
ჩვენი ინფორმაციით, განაცხადი ცესკო-ში აკაკი ასათიანის მხრიდან სამი დღის წინ შევიდა. ჯერჯერობით უცნობია, მიანიჭებენ თუ არა სამ ნომერს ტრადიციონალისტებს, თუმცა ფაქტია, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ბურჯანაძე-კუკავას გაერთიანება, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუკვეველ ვითარებაში აღმოჩნდება. სატელევიზიო სივრცეში გასულ მათ უფასო სარეკლამო კლიპებზე უკვე სამი ნომერია დატანილი.
წაართმევს თუ არა აკაკი ასათიანი ნინო ბურჯანაძეს საარჩევნო ნომერს, ეს ცესკო-ს გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი.
,,ნიუპოსტი“ დეტალების დასაზუსტებლად, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა ცესკო-ში ამ ეტაპზე კონრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.
მასალის გამოყენების პირობები






